ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები. თვითმხილველების ინფორმაციით, დაღუპულია 8 წლის ბავშვი, ხოლო დაშავებულია მისი ბაბუა, რომლებსაც ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით […]
კატეგორია: შემთხვევა
გურჯაანთან ავარიაში 24 წლის მამა და მისი 2 წლის შვილი დაიღუპნენ
გურჯაანთან ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლა. გვიან ღამით ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი. მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. იპნ
ქვიშხეთთან დაღუპული ბექარ ბანძელაძის მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ განუცხადა, ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის შემდეგ არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურმა ჯგუფმა მცხეთის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის […]
ქვიშხეთთან მხატვარი ბექარ ბანძელაძე და მისი 3 შვილი დაიღუპნენ
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვების დედის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი არასრულწლოვანი და მათი მამა, ემიგრანტი ბექარ ბანძელაძე. პროფესიით მხატვარი ბექარი წლების განმავლობაში ემიგრაციაში, ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. როგორც ოჯახის ახლობელი ლიზი მჟავანაძე გვიყვება, ის იყო უწყინარი ადამიანი, თავმდაბალი […]
ქვიშხეთთან დაღუპულები მამა და 3 შვილი არიან
ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 მგზავრი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 1 მამაკაცი და 3 მცირეწლოვანია, გარდაცვლილები მამა და შვილები იყვნენ. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ქვიშხეთის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და მდინარეში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მდინარეში გადავარდნილ მგზავრებს […]
საზარელი ტრაგედია ქვიშხეთთან – მანქანა მტკვარში გადავარდა – დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია. მანქანა მტკვარში გადავარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, […]
ქვემო ფონიჭალაში ავარიაში 6 თვის ბავშვი დაიღუპა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას 6 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მაგისტრალზე, კერძოდ კი ქვემო ფონიჭალაში, იქ სადაც ავტობანი მთავრდება და გადასასვლელია ძველ გზაზე. ერთმანეთს “კიას” მარკისა და “ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ “ტოიოტას” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა მისი […]
”მანქანა წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია. მათი ცხედრები მოშორებით იპოვეს ლეჩხუმში” – რა მოხდა ჩხუტელში
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ავტოავარიის შედეგად მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდნილი ორი მამაკაცის ცხედარი უკვე იპოვეს. მესამე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილისა და 25 წლის […]
ცაგერში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის ცხედარი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ. ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა. მომხდარზე გამოძიეობა 276-ე მუხლით დაიწყო. ცაგერში მანქანა არხში გადავარდა – მაშველები 3 ახალგაზრდას ეძებენ
ცაგერში მანქანა არხში გადავარდა – მაშველები 3 ახალგაზრდას ეძებენ
ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა ცხენისწყლის არხში გადავარდა. როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, მანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა, დამცავ ჯებირებს შეეჯახა და არხში ჩავარდა. ადგილობრივები მათ დახმარებას ეცადნენ, თუმცა წყლის დინებამ ახალგაზრდები ხელოვნულ გვირაბში ჩაითრია. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის […]










