ავარია მოხდა თბილისში – დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 3ადამიანი დაშავდა. მათ შორის 1 ქალია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
ბათუმში მე-11 სართულიდან ლიფტი ჩავარდა – დაშავდა დედა-შვილი
ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 14 იანვარს ლიფტი ჩავარდა. ლიფტში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის მაცხოვრებლის […]
საშინელი ავარია რუსთავში – 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა – ვიდეო
საშინელი ავარია მოხდა რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე 2 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ბეტონის ძელთან გაჩერდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ქავთარაძეზე სამშენებლო მასალების მაღაზიები დაიწვა – ზარალი 400.000 ლარია
თბილისში, 13 იანვარს ღამით ქავთარაძის #3-თან მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზიებში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი დამწვარი მაღაზიის მფლობელმა ნიკა ლოლაძემ განუცხადა. ნიკა ლოლაძის თქმით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. მისივე განცხადებით, მაღაზიაში სამშენებლო მასალებს ყიდდა. „ჩემი მაღაზია დაიწვა, ერთს გადაედო, მაგრამ ის გადაარჩინეს. დაახლოებით 400 000 ლარის […]
თბილისში გაგარინზე მანქანა ტაქსს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა
თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახნენ. თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც სავარაუდოდ ნასვამი იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. დაკავებულია […]
რუსთავის რესტორანში ქეიფის დროს 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამაკაცი რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოულოდნელად კი გონება დაკარგა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძეიბა სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე […]
გლდანის ხიდებთან სამარშრუტო ტაქსს მანქანა შეეჯახა
ავარია თბილისში – გლდანის ხიდებთან სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია მერსედესის მარკის ავტომობილი. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ზუგდიდთან სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა – რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში სამარშრუტო ტაქსის ამოყირავების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მგზავრების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მიკროავტობუსის საბურავების დაშვება გახდა, თუმცა, მათივე თქმით, მძღოლმა სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავალი იპოვა. შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე მგზავრი ზუგდიდის რეფერარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, სამი პაციენტის,მათ შორის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. შუახნის ქალს კი, რომელსაც თავის ქალის ღია ტრავმა […]
რუსთავში მამაკაცი საპირფარეშოში გარდაცვლილი ნახეს – ვიდეო
რუსთავში, ახალგაზრდა მამაკაცი, კვების ერთ-ერთი ობიექტის საპირფარეშოში, გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება გახდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ობიექტის თანამშრომელი არ ყოფილა და დაწესებულებაში ქუჩიდან, საპირფარეშოს გამოსაყენებლად შევიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაცვლილი, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. “სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა შემოიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი. შემოყვანისთანავე დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება, […]
ხანძარი წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმ “მეგობრობაში” – 2 ადამიანი დაიღუპა
წყალტუბოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გაჩნდა, რომელიც ამჟამად დევნილთა საერთო საცხოვრებელია. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. „3-სართულიან შენობაში ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ. შენობაში 1 ოთახი დაიწვა და მეხანძრე-მაშველებმა […]










