დიდ დიღომში, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა და კორპუსის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შედარებით მსუბუქად დაშავდა ავტომობილში მყოფი მეორე მგზავრი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. რუსთავი 2
კატეგორია: შემთხვევა
აეროპორტის გზაზე მოპედი სატვირთოს შეეჯახა
თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან მოპედი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ფეხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
თელავში გაზის სადგურზე მანქანა აფეთქდა – 1 ადამიანი დაიღუპა
8 ნოემბერს თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ბალონის ნამსხვრევი მოხვდა და გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემა გამართული არ იყო. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის […]
მეხანძრე-მაშველებმა მდინარეში ჩარჩენილი ძაღლი გადაარჩინეს – ვიდეო
ძაღლი, რომელიც მდინარე ყვირილაზე ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს. „მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1259644417570563/
“მანქანა 200-ით მიდიოდა და ხეს რომ შეეჯახა, შუაზე გადაიხლიჩა” – როგორ დაიღუპა 3 ახალგაზრდა ყვარელთან
ყვარელში, შილდა-ყვარელის გზის მონაკვეთზე მომხდარ ავტოკატასტროფას, რომლის დროსაც “მერსედესის” მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოკატასტრიფისას ავტომანქანის 4 მგზავრიდან 1 ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანისთანვე. დაღუპული ახალგაზრდები არიან: 20 წლის შოთა ხუტუნაშვილი, 17 წლის ნიკა აბულაძე და 22 წლის დემეტრე ასაბაშვილი. ავტომანქანის მძღოლი, 23 წლის ანრი კარჭაული კი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებითაა გადაყვანილი. […]
ავარია რუსთავთან – ფოლკსვაგენში გაზის ბალონი აფეთქდა – ვიდეო
ავარია მოხდა რუსთავი-ლილოს გზაზე. ერთმანეთს “ფოლკსვაგენისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით შეჯახების შედეგად “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. ავტომობილებიდან მძღოლებმა დროულად მოასწრეს გადმოსვლა, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები. მეხანძრეებმა ცეცხლის […]
განგაშის სიგნალი “ჰილტონში” და ევაკუირებული მაღალჩინოსნები
ევაკუაცია ბათუმში – სასტუმრო “ჰილტონში”, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დელეგატები იკრიბებოდნენ განგაშის სიგნალი ჩაირთო.შესაბამისმა სამსახურებმა მოქალაქეებს სასტუმროს დატოვება მოსთხოვეს. ფორუმის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, ნატო მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესნმენები არიან. როგორც „ჰილტონის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, განგაშის სიგნალის ჩართვა სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია. მათივე მტკიცებით, შენობაში ყოფნა უსაფრთხოა და საგანგაში არაფერია.
ყვარელთან მერსედესი ხეს შეეჯახა – 3 ახალგაზრდა დაიღუპა
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. მათგან 3 დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან. რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს, რომელიც მანქანას მართავდა, ის 19 წლისაა. “ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა,” […]
გიგა ნაკაშიძე ავარიაში დაიღუპა
3 ნოემბერს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მსახიობის და სცენარისტის გიგა ნაკაშიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „პრაიმტაიმის“ შსს-ში განუცხადეს ნაკაშიძეს „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მსახიობს 6 ნოემბერს დაკრძალავენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. პრაიმ ტაიმი
ფოთში სატვირთო მანქანა ამობრუნდა – დაშავდა მძღოლი
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. სატვირთოს დაშავებული მძღოლი, სასწრაფო დახმარების ჯგუფს ამ წუთებში ფოთის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სატვირთოდან საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









