კატეგორია: შემთხვევა

ქობულეთში სომხეთიდან ჩასულ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა – ცოლი დაიღუპა, ქმარი კლინიკაშია

ქობულეთში სომხეთიდან ჩასულ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა - ცოლი დაიღუპა, ქმარი კლინიკაშია

17 აგვისტოს, დილით, ქობულეთში, ცოლ-ქმარს ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული. ბათუმელების ცნობით, ცოლ-ქმარს მანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ინტერპრესნიუსს განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ოპერაციები უკვე ჩაუტარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის […]

ავარია გომთან – დაიღუპა შუახნის ქალი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის ქალი დაიღუპა, 3 ადამიანი კი – მანქანის მძღოლი და 2 მოზარდი – დაშავდნენ. როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახამრების ბრიგადამ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა – 5 ადამიანი დაშავდა

ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა - 5 ადამიანი დაშავდა

ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს ხუთივე პირი აივანზე იდგა. ნანგრევებიდან მათი ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაშავებულებს შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდა

მახინჯაურთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს -1 ადამიანი დაშავდა

ბათუმი-ჩაქვის გზის მახინჯაურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. ამასთან, ამ დროისთვის ბათუმი-ჩაქვის გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა კვლავ პარალიზებულია.

გალერია თბილისი ისევ პარალიზებულია _ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

გალერია თბილისი ისევ პარალიზებულია _ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

ხანძრის შემდეგ, „გალერია თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არის შეკრებილები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად „გალერეა თბილისის“ ადმინისტრაცია ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდება. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი. ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერია თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის […]

ხანძარი გალერია თბილისში

ხანძარი გალერია თბილისში

15 აგვისტოს საღამოს სავაჭრო ცენტრიდან „გალერია თბილისი“ ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი არ ფიქსირდება, თუმცა უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შეინიშნებოდა დაკვამლიანება, რაც სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია. მოგვიანებით მცირე ხანძარი, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა, ჩააქრეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ […]

„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ – ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდა

„ორჯერ შუქი ჩაქრა და ჩვენი კაბინეტების სახურავს ცეცხლი მოედო“ - ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციას ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 15 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ოცამდე მეხანძრე მაშველი და ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა. მეხანძრე მაშველებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის მანქანა ავზებიც ემსახურებოდა. ცეცხლი სახურავში გაჩნდა, შემდგომ კი 13 კაბინეტზე გადავიდა. ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საჯარო მოხელეების კაბინეტებია განლაგებული. შეხვედრების დარბაზამდე ცეცხლი არ […]

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია

გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე, ავტობუსის დაზიანების გამო, მოძრაობა პარალიზებულია. ავტობუსი დაახლოებით ერთი საათის წინ გაფუჭდა, რის გამოც, რამდენიმეკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. იპნ

თეთნულდზე 2 ბელორუსი ქალი დაღუპული იპოვეს, მე-3 დაშავებულია

თეთნულდზე 2 ბელორუსი ქალი დაღუპული იპოვეს, მე-3 დაშავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური საძიებო სამუშაოების შედეგად, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი – დაშავებულია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, […]

სვანეთში თეთნულდზე დაკარგულ 3 ბელარუს ქალს ეძებდნენ

სვანეთში თეთნულდზე დაკარგულ 3 ბელარუს ქალს ეძებდნენ

სვანეთში 3 უცხოელ ტურისტს ეძებენ. „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ და ისინი ბელარუსები არიან. „შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ინფორმაციით, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები […]