თურქეთში, ქალაქ რიზეში, სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე 26 წლის ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა. მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც “ნიუპოსტს” დაღუპულის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭი სამუშაოდ პირველად 2 წლის წინ წავიდა. მისივე თქმით, ის ჩაის კრეფდა და ოჯახს ამ თანხით ეხმარებოდა. ლაშა მალანია ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა […]
კატეგორია: შემთხვევა
ნინოწმინდაში ფორდ ტრანზიტი ფოლკსვაგენს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა
5 აგვისტოს ნინოწმინდაში, სოფელ განძასთან, სატვირთო მიკროავტობუსი ფორდ ტრანზიტი და ფოლკსვაგენი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 1 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილები “ფოლკსვაგენის” მარკის მანქანაში ისხდნენ. მიკროავტობუსის მძღოლი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მოგვიანებით ის ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს. “აქვს ტრავმული შოკი, ნეკნების მოტეხილობა”, – აცხადებენ […]
გონიოში კაცი შტორმში ზღვაში შევიდა და დაიხრჩო – ვიდეო
გონიოში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა. მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა. იმედინიუსი
თურქეთში 49 წლის გიორგი ვარდიაშვილი დაიღუპა – მას ხე დაეცა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. შემთხვევა საქარიის რეგიონის დაბა აქიაზის სოფელ თაშბურუნში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, დაღუპული 49 წლის გიორგი ვარდიაშვილია. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი თხილის შეგროვების სამუშაოებში მონაწილეობდა და მას ხე დაეცა. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რუსთავი 2
ყვარელში მიცუბიში ფორდს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ყვარელში მოხდა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მიცუბიშის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. “ფორდის მარკის ავტომობილში მჯდომი ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიდან ორი თბილისში ერთი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც […]
საირმეში დაღუპული მედეა კვირკველიას მშობლები გალში ცხოვრობენ
საირმეში 3 აგვისტოს ტრაგიკულად დაღუპული ქალის მშობლები გალის რაიონ სოფელ ქვემო ბარღებში ცხოვრობენ. როგორც სკოლის პედაგოგები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, მედეა გამორჩეული მოსწავლე იყო და მთელი სოფელი დასტირის მას. „მოგეხსენებათ დევნილობა, შემდეგ ზუგდიდში მუშაობდა არასამთავრობოში, მერე აქ გაყვა ზუგდიდელს. ბოლო 15 წელია თბილისში ცხოვრობენ. მთელი სოფელი დასტირის ჩვენს ულამაზეს, უნიჭიერეს გოგოს…გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა ჩვენი სკოლის თვალის ჩინი იყო“, – […]
საირმეში დამსვენებელი ბორცვიდან გადავარდა და დაიღუპა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთ პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. იპნ
ლაგოდეხში გერმანელი ტურისტი დაიღუპა – ის მდინარე ნინოსხევში ჩავარდა
ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნინოსხევში გერმანელი ტურისტი ჩავარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რუსთავში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა – ვიდეო
რუსთავში XVII მიკრორაიონში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა თუმცა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ექიმები ქალის სამშობიაროში გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომ ქალი საკუთარ ბინაში ამშობიარეს. “ვერ მოვასწარით სამშობიაროში მისვლა და გამოვიძახეთ სასწრაფო. მეუღლეს ექიმების დახმარებით სახლში მოუწია მშობიარობა. ამჟამად მეუღლეც და ბავშვიც კარგად არიან. მადლობელი […]
ურეკში ზღვაში 12 წლის გოგონა და ახალგაზრდა ქალი დაიხრჩვნენ
ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, შავ ზღვაში 2 ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი – ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სამაშველო სამსახურის დახმარება სჭირდებოდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია. თვითმხილველების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა. გამოძიება […]









