მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ 5 თებერვალს 35 წლის გახდა. რონალდუს მიღწევებზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ამიტომ იმით შემოვიფარგლოთ რომ ამ ასაკშიც ის იუვენტუსის ლიდერია და ცდილობს რომ მოედანზე ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულოს. რონალდუს თქმით ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და მისი ორგანიზმი კიდევ დიდხანს გაუძლებს დატვირთვებს. კრიშტიანომ […]
კატეგორია: სპორტი
გვარდიოლას სიტის რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს
მანჩესტერ სიტი წელს არცთუ კარგ შედეგებს აჩვენებს და გუნდს ინგლისის ჩემპიონობის შანსი თითქმის აღარ აქვს. ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გვარდიოლას რამდენიმე ფეხბურთელთან უთანხმოება აქვს, იმის გამო რომ ის როტაციას ხშირად მიმართავს და სიტის ჩამოყალიბებული ძირითადი შემადგენლობა არ ყავს. უცნობია თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები, მაგრამ მოედანზეც ჩანს რომ სიტიში ყველაფერი რიგზე არ […]
პიკეს მესისთან ვარჯიშზე შელაპარაკება მოუვიდა
ესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რომ ბარსელონას ერთ-ერთ ვარჯიშზე ჟერარ პიკეს მესისთან შელაპარაკება მოუვიდა და მათ შორის ხმამაღალი საუბარი შედგა. პიკემ მესის სიზარმაცეში დასდო ბრალი და თქვა რომ არგენტინელი გუნდს დაცვაში საერთოდ არ ეხმარება, რასაც მესისგან ხმამაღალი პასუხი მოჰყვა. ეს ინფორმაცია რამდენიმე ესპანურ გამოცემაში გავრცელდა, თუმცა ფეხბურთელებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბარსელონამ […]
კიკე სეტიენი: ”თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა რომ ის თავისი გუნდის თამაშით ლევანტეს წინააღმდეგ კმაყოფილია, თუმცა მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ბარსელონამ ბოლოში გოლი გაუშვა: ”თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქემაც შეძლო მომენტების შექმნა და გოლის გატანა, რაც არ მომეწონა და დაცვაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ. მთლიანობაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და მომავალში უფრო მოვუმატებთ”. ბარსელონამ ლევანტე […]
მბაპეს ტომას ტუჰელთან კონფლიქტი მოუვიდა
პსჟ-ს ერთ-ერთ ლიდერს კილიან მბაპეს მთავარ მწვრთნელთან ტომას ტუჰელთან კონფლიქტი მოუვიდა. მბაპე უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მონპელიესთან შეხვედრის დროს ის 68-ე წუთზე შეცვალეს და კილიან ემოციები არც დაუმალავს, რაც ბუნებრივია კამერებს არ გამოეპარათ. ტუჰელმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, ხოლო მბაპემ არ დამალა, რომ მას ნაადრევი ცვლილებები არ სიამოვნებს. თუ სიტუაცია არ განიმუხტა მბაპე პსჟ-დან […]
ანტუან გრიზმანი: ”შემიძლია სუარესის პოზიციაზე ვითამაშო”
ბარსელონას ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ მას შეუძლია ლუის სუარესის პოზიციაზე თამაში, თუ კიკე სეტიენი მისგან ამას მოითხოვს. გრიზმანის თქმით ის ყველა პოზიციაზე თამაშს მიეჩვია და ამ მხრივ პრობლემა არა აქვს: ”თუ მწვრთნელი დამავალებს, შემიძლია ცენტრალური თავდამსხმელი გავხდე, რადგან ამის გამოცდილება მაქვს, თუმცა სიღრმიდან თამაში მირჩევნია. სუარესის არყოფნა ჩვენთვის პრობლემაა, მაგრამ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ”. ლუის […]
სოლსკიაერი: ”პოგბას თამაში ძალიან უნდა”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბაზე ისაუბრა და თქვა რომ ფრანგ ფეხბურთელს ძალიან უნდა თამაში და ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც მოედანზე დაბრუნდება: ”არ მესმის რატომ აკრიტიკებენ პოგბას. მას ყველაზე მეტად სურს დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ ჯერ მან ტრავმა ბოლომდე უნდა მოიშუშოს. ჩვენ ყველას გვინდა რომ პოგბა მოედანზე ვიხილოთ”. […]
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მან როჯერ ფედერერი დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:4, 6:3. ჯოკოვიჩი პირველ სეტში 2:5 აგებდა, მაგრამ მან შეძლო სეტის შემოტრიალება და საბოლოოდ შეხვედრა დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა. ნოვაკი ფინალში ზვერევის და დომინიკ ტიმის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრა პარასკევს გაიმართება. თუ ჯოკოვიჩმა ტურნირის მოგება შეძლო, მაშინ ის ისევ […]
ბრუნო ფერნანდეში: ”მანჩესტერ იუნაიტედში თამაში დიდი პატივია”
მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა ბრუნო ფერნანდეშმა განაცხადა რომ ამ გუნდში თამაში მისთვის დიდი პატივია და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მანჩესტერს წარმატება მოუტანოს: ”ჩემამდე მანჩესტერ იუნაიტედში ყველა პორტუგალიელი წარმატებას აღწევდა, თუნდაც რონალდუ და ნანი გავიხსენოთ. იმედი მაქვს, მათ გზას გავაგრძელებ და გულშემატკივარის იმედს გავამართლებ”. ბრუნო ფერნანდეში ლისაბონის სპორტინგის ლიდერი იყო და მანჩესტერ იუნაიტედი დიდხანს ცდილობდა მის […]
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ნადალმა მეოთხედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან წააგო, ანგარიშით 6:7, 6:7, 6:4, 6:7. შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა და ის 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ნადალი პირველ და მეორე სეტებში ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ტიმმა გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად ითამაშა. ამ წაგების შემდეგ ნადალმა შესაძლოა რეიტინგში პირველი ადგილი დაკარგოს, […]










