კატეგორია: სპორტი

სოლსკიაერი: ”შესაძლოა ალექსის სანჩესი დავიბრუნოთ”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი პრობლემა შეტევის ხაზია, განსაკუთრებით მარკუს რეშფორდის ტრავმის შემდეგ, ამიტომ ის სანჩესის გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს: ”სანჩესი ინტერში ცუდად არ თამაშობს და რადგან ჩვენ შეტევაში სირთულეები გვაქვს, შესაძლოა მას ვუხმოთ დასახმარებლად. ვფიქრობ ის იმსახურებს მეორე შანსს და მას გაცილებით მეტი შეუძლია. ვეცდებით […]

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა

ნოვაჯ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მან კანადელი მილოშ რაონიჩი სამ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:4, 6:3, 7:6. აღსანიშნავია რომ აქამდე რაონიჩს ტურნირზე არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული. ჯოკოვიჩს თითქმის არ შექმნია პრობლემები რაონიჩთან, თუ მესამე სეტს არ ჩავთვლით, სადაც რაონიჩმა გაიბრძოლა, მაგრამ ტაიბრეიკზე მან უშანსოდ წააგო. ნახევარფინალში ჯოკოვიჩი როჯერ […]

ტომას მიულერმა ნიკო კოვაჩი გააკრიტიკა

ტომას მიულერი: ”ჯერ არაფერი დასრულებულა”

ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გააკრიტიკა და თქვა რომ მისი მეთოდები არაეფექტური იყო. მიულერის აზრით კოვაჩის წასვლის შემდეგ ბაიერნი გაცილებით უკეთ ათამაშდა: ”მახსოვს, რომ კარგ ფორმაში ვიყავი და კოვაჩმა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში არ მათამაშა. ეს პირველ როგში გუნდისთვის იყო საზიანო და შედეგებიც შესაბამისი გვქონდა. ბოლო პერიოდში გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ და […]

კიკე სეტიენმა ფეხბურთელები გააკრიტიკა

ბარსელონამ ვალვერდე გაუშვა და მის ადგილზე კიკე სეტიენი მოიყვანა

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ვალენსიასთან მარცხის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა ჟურნალისტებთან და თქვა რომ ფეხბურთელებმა მის მიერ მიცემული დავალებები ვერ შეასრულეს და ამის გამო ის იმედგაცრუებულია: ”ვალენსია თავს კარგად იცავდა და მათ სივრცეები შეგვიზღუდეს, მაგრამ ეს არ გვამართლებს. ფეხბურთელებმა ჩემს მიერ მიცემული დავალებები ვერ შეასრულეს და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და […]

კავანი ატლეტიკოს რამდენიმე დღეში შეუერთდება

ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა

პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედისონ კავანი საბოლოოდ მაინც მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდება. გუნდებმა უკვე მოილაპარაკეს და უახლოეს დღეებში კავანი მადრიდში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც ატლეტიკო ამ ტრანსფერში გადაიხდის. კავანი ატლეტიკოში რამდენიმე კვირის წინ უნდა გადასულიყო, მაგრამ პსჟ და ატლეტიკო სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც ჩანს ეს პრობლემა მოგვარებულია.

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე – “ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია“

ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე - "ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია“

NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ძალიან ადრეა, ძალიან სევდიანია, უამრავი გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი, მადლობა უამრავი მოგონებისთვის”, – წერს ფაჩულია საკუთარ სოციალურ ქსელში.

კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც კალიფორნიაში ჩამოვარდა, მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანაც იმყოფებოდა. ჯიანა კალათბურთში ვარჯიშობდა და მისი მწვრთნელი მამამისი იყო. ბორტზე იმყოფებოდა სხვა კალათბურთელიც, სავარაუდოდ, ჯიანას თანაგუნდელი, და მისი მშობელი. ვერტმფრენი კალათბურთის მატჩზე მიფრინავდა.

კობი ბრაიანტი დაიღუპა – მისი ვერტმფრენი კალიფორნიაში ჩამოვარდა

კობი ბრაიანტი დაიღუპა - მისი ვერტმფრენი კალიფორნიაში ჩამოვარდა

სულ ცოტა ხნის წინ ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა. კალათბურთელის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა.  უბედური შემთხვევის დროს ვერტმფრენში ბრაიანტთან ერთად 3 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ავიაკატასტროფისმიზეზები ჯერ ჯერობით დაუდგენელია. კობი ბრაიანტი ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი იყო. აქტიურ სპორტულ კარიერას მან რამდენიმე წლის წინ დაანება თავი.

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავარიაში დაიღუპა

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავარიაში დაიღუპა

28 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის “გროლეს” მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და “ლავორთან” მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ… რა თქმა უნდა, თამაში არ შედგა. ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა. განაცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც. lelo.ge და […]

იურგენ კლოპი: ”ფირმინო ნამდვილი ჯადოქარია”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულმა სტუმრად ვულვერჰემპტონი დაამარცხა ანგარიშით 2:1 და გადამწყვეტი გოლი შეხვედრის 84-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა. მატჩის შემდეგ კლოპმა შეაქო თავისი ფორვარდი და თქვა რომ ფირმინო ნამდვილი ჯადოქარია: ”ძალიან რთული თამაში გამოდგა და ვულვერჰემპტონმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ ყველა წინააღმდეგობა დავძლიეთ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ამაში მთავარი წვლილი რობერტო ფირმინოს მიუძღვის, რომელიც ნამდვილი ჯადოქარია. როდესაც ის […]