ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ შესაძლოა ვალენსიას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. ვალენსიასთან შეხვედრა შაბათს, 25 იანვარს გაიმართება და ბარსელონას მხოლოდ მოგება აძლევს ხელს, რისი გაკეთებაც მესტალიაზე იოლი არ იქნება. ლუის სუარესის არყოფნაში მნიშვნელოვანია რომ დემბელე მოედანზე დროზე დაბრუნდეს და მან ტრავმა უკვე თითქმის მოიშუშა. სავარაუდოდ დემბელე ვალენსიასთან მატჩის განაცხადში მოხვდება და შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.
კატეგორია: სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 4 სეტში წააგო და ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და მეორე სეტსაც ბრეიკით იგებდა, მაგრამ 6:7 დამარცხდა. მატჩის საბოლოოდ ანგარიშია: 6:4, 6:7, 4:6, 4:6. ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან მიღებული ქულები ვერ დაიცვა და სავარაუდოდ ის რეიტინგში უკან დაიწევს. ბასილაშვილს პირველ წრეშიც გაუჭირდა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ის […]
კიკე სეტიენი: ”იბიცასთან თამაშით კმაყოფილი არ ვარ”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ესპანეთის თასზე იბიცას წინააღმდეგ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ის თავისი გუნდისგან უფრო მეტს ელოდა. ბარსელონამ მესამე დივიზიონის გუნდი, მხოლოდ გრიზმანის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა: ”პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაში არ მომეწონა. ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქეს შეტევის კარგი შანსი ეძლეოდა. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ამან […]
ლამპარდი: ”არსენალთან მოგება ხელიდან გავუშვით”
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა არსენალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ეს გამოუცდელობის ბრალია. ლამპარდის აზრით ჩელსი მოგებას იმსახურებდა: ”ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით გამარჯვება, რადგან ვიგებდით და რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ გამოცდილება დაგვაკლდა. მომავალში ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს”. ჩელსის და არსენალის დაპირისპირება 21 იანვარს სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა […]
ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”მანჩესტერში პროგრესი არის”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მის გუნდში პროგრესი არის, თუმცა ჯერ დასახულ მიზნამდე შორია და კიდევ ბევრია სამუშაო. სოლსკიაერის აზრით მალე მანჩესტერის თამაშში პროგრესს ყველა დაინახავს: ”ლივერპულთან თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და ბოლო წუთამდე შედეგი გაურკვეველი იყო. ვფიქრობ რომ მალე ყველა დაინახავს პროგრესს ჩვენს თამაშში, თუმცა […]
ჯანო ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა
ჯანო ანანიძის და მოსკოვის სპარტაკის გზები ოფიციალურად გაიყო. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ანანიძემ სპარტაკთან კონტრაქტი გაწყვიტა და ის სავარაუდოდ კარიერას კვიპროსის ანართოსისში გააგრძელებს, სადაც მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. ანანიძემ სპარტაკში 10 წელიწადზე მეტი გაატარა და ბოლო რამდენიმე სეზონი ის ტრავმების გამო იშვიათად გამოდიოდა მოედანზე. ჯანოს თქმით სპარტაკი მუდმივად დარჩება მის გულში, რადგან ამ გუნდთან მას უამრავი […]
ვან დეიკი: ”ლივერპულის ძალა გუნდურობაშია”
ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ ლივერპულის მთავარი ძალა მისი გუნდურობაა, რადგან მოედანზე ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რა ევალება მას. ჰოლანდიელი მცველი თვლის, რომ თუ ლივერპულმა ასე გააგრძელა, მას ვერავინ შეაჩერებს: ”ჩვენ პირველ რიგში გუნდური თამაშით ვართ გამორჩეულები და მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ასეთი რამ წარმატებისთვის აუცილებელია. მთავარია რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს […]
კიკე სეტიენი: ”თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ”
ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გრანადასთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ის თამაშის ხარისხით კმაყოფილია, თუმცა გუნდს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, იმისთვის რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს: ”მესიმ გააკეთა ის, რასაც 10 წელზე მეტია აკეთებს და მან თამაში მოგვაგებინა. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქეს მაინც მივეცით რამდენიმე შანსი, რაზეც მომავალში უნდა ვიმუშაოთ. მე მიყვარს, როდესაც ჩემი […]
იურგენ კლოპი: ”მანჩესტერს შანსი არ მივეცით”
ლივერპულმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ლივერპული მეორე ადგილს 16 ქულით უსწრებს და მისი ჩემპიონობა თითქმის ეჭვსს აღარ იწვევს. მიუხედავად ამისა, კლოპი ფიქრობს რომ ჯერ ზეიმი ნაადრევია და წინ კიდევ ბევრი მატჩია: ”ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით და მეტოქეს არავითარ შანსი არ მიცევით. შეტევაშიც და დაცვაშიც უშეცდომოდ ვითამაშეთ და […]
კავანის სატრანსფერო საგა გრძელდება
ედისონ კავანის სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ყველაზე მეტად მისი შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს, მაგრამ ატლეტიკო და პსჟ სატრანსფერი ფასში ვერ თანხმდებიან. პსჟ 30 მილიონს ითხოვს, ხოლო ატლეტიკოს კი მხოლოდ 20-ის გადახდა სურს. სავარაუდოდ პარიზელებს დათმობა მოუწევთ, რადგან ზაფხულში კავანის კონტრაქტი უმთავრდება და ის თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს […]










