დღეს, 2 ნოემბრის დილით გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” ანგარიშით 102:95 დაამარცხა და ამაში საკუთარი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:54 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 ბლოკი მოაგროვა. როგორც ხედავთ ქართველ ცენტრს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. გოგამ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, […]
კატეგორია: სპორტი
ჟერარ პიკე: ”კლასიკო არ უნდა გადადებულიყო”
ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ გადადებულ ელ-კლასიკოზე ისაუბრა და თქვა რომ ამის აუცილებლობა არ იყო. პიკეს აზრით ზოგჯერ პრობლემას ზედმეტად ამუქებენ და სინამდვილეში ეს პრობლემა არ არსებობს: ”არ მესმის რატომ გადაიტანეს რეალთან მატჩი. ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა, უბრალოდ ზოგჯერ ვამუქებთ პრობლემებს, რომლებიც არ არის. გულშემატკივარმა შესანიშნავი მატჩის ნახვა ვერ მოახერხა”. ბარსელონა-რეალის დაპირისპირება პოლიტიკური მიზეზების გამო […]
ისკოს შეძენა არსენალს სურს
ლონდონის არსენალი მადრიდის რეალის ნახევარმცველით ისკო ალკორკონით დაინტერესდა, რომელიც რეალში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ისკოს შეძენა რამდენიმე იტალიურ გუნდს სურდა, მაგრამ ეს ტრანსფერები ჩაიშალა და ამჯერად ისკოს ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა. არსენალი მზად არის 50 მილიონი გადაიხადოს, თუმცა რეალს ეს თანხა არ აკმაყოფილებს და ისინი 70 მილიონს ითხოვენ. ისკომ შესაძლოა სამეფო კლუბი უკვე იანვარში დატოვოს.
იურგენ კლოპი: ”ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”
ლივერპულმა და არსენალმა ინგლისის ლიგის თასზე ნამდვილი ტრილერი გამართეს და მათი შეხვედრა 5:5 დასრულდა. მატჩის შემდეგ პენალტებში კი ლივერპულმა იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლივერპული მეორე შემადგენლობით იყო და იურგენ კლოპმა თავისი აღფრთოვანება არ დამალა ახალგაზრდა ფეხბურთელებით: ”ისინი ნამდვილი გმირები არიან. მე აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით და დარწმუნებული ვარ მომავალში ამ ფეხბურთელებს ისევ ვიხილავთ. არსენალმაც […]
ზიდანი: ”გარეტ ბეილთან კონფლიქტი გამოგონილია”
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა რომ მასთან არავითარი კონფლიქტი არა აქვს. ზიდანის აზრით ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა გამოიგონეს და ბეილი რეალში ბედნიერია: ”არ მესმის რატომ ვრცელდება ყოველთვის ინფორმაცია ჩვენს კონფლიქტზე, რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა. ბეილს რამდენიმე დღით ინგლისში გამგზავრება სურდა და ამის უფლება მივეცი. შემდეგ მატჩებში მისი დიდი იმედი მაქვს”.
ოლე გუნარ სოლსკიაერი:”პოგბას გარეშეც შეგვიძლია თამაში”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოგბას ტრავმაზე ისაუბრა და თქვა რომ გუნდს მის გარეშეც შეუძლია კარგად თამაში და შედეგის მიღწევა. ამასთან ერთად სოლსკიაერმა პოგბას მალე გამოჯანმრთელება უსურვა: ”იმედი მაქვს პოგბა მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება და იმედი მაქვს რომ ეს მალე მოხდება. ვფიქრობ მის გარეშეც შეგვიძლია კარგად თამაში და მე უკვე გამოვძებნე ფეხბურთელი, რომელიც […]
მოურინიო მზად არის არსენალი ჩაიბაროს
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მზად არის ლონდონის არსენალი ჩაიბაროს იმ შემთხვევაში თუ უნაი ემერის გაანთავისუფლებენ. ჯერჯერობით ემერის განთავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ არსენალის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. მოურინიო დაინტერესებულია არსენალში მუშაობით და ის ელოდება თავის შანსს. ასევე არის საუბრები იმაზეც, რომ ჟოზე შესაძლოა რეალში დაბრუნდეს.
ედენ აზარი: ”რეალში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”
მადრიდის რეალის ახალმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა განაცხადა რომ ის რეალში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა და ჩელსის მადლობა გადაუხადა რომ მათ ამის საშუალება მისცეს. აზარის თქმით ის რეალში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად გადავიდა: ”ჩელსი ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც რეალმა ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა მივხვდი რომ ამ გუნდში უნდა გამეგრძელებინა კარიერა. ჩელსის დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მათ ჩემი […]
სადიო მანე: ”მინდა კარიერა ლივერპულში დავასრულო”
ლივერპულის სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ განაცხადა რომ მას სურს კარიერა ლივერპულში დაასრულოს, რადგან ამ გუნდში ძალიან ბედნიერია. მანეს თქმით ლივერპული ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია: ”ლივერპულში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა რომ ამ გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. შესაძლოა კარიერა აქ დავასრულო, თუმცა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა რომ ფეხბურთისგან სიამოვნება კიდევ დიდხანს მივიღო. ლივერპული ამჟამად […]
პოლ პოგბა დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერის პოლ პოგბას ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და ის სავარაუდოდ მოედანს დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება. ამის შესახებ ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა: ”ვფიქრობ პოგბა დეკემბერში დაბრუნდება და მისი ტრავმა სამწუხაროდ სერიოზული აღმოჩნდა. ჩვენ შევეცდებით მის გარეშეც მივაღწიოთ წარმატებას”. ბოლო შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ნორვიჩთან 3:0 მოიგო.










