კატეგორია: სპორტი

პოჩეტინო: ”ბაიერნმა ყველა დარტყმა გაიტანა”

ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიან

ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მიუნჰენის ბაიერნთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია 2:7 და ბუნებრივია ასეთი ანგარიშის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს უამრავი კითხვა დაუსვეს. არგენტინელმა სპეციალისტმა თავი გაიმართლა და თქვა რომ მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა: ”თამაში კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდებოდა. ეს კატასტროფაა, მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა. ბაიერნმა ყველა დარტყმული გაიტანა”.

დანი ალვეში: ”გვარდიოლას ბარსა საუკეთესო იყო”

დანი ალვეში სან პაულოს ფეხბურთელი გახდა

ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა ის დრო გაიხსენა, როდესაც ის ბარსელონაში თამაშობდა და გვარდიოლა მთავარი მწვრთნელი იყო. ალვეშის აზრით იმ პერიოდის ბარსელონა საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო: ”მაშინდელი დრო უბრალოდ ოქროს პერიოდი იყო, რადგან ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. არამხოლოდ მინდორზე, არამედ მის გარეთაც ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. ის დრო არასოდეს დამავიწყდება და გვარდიოლა ამ ყველაფრის შემოქმედი იყო. […]

ალექსის სანჩესმა ბარსელონაზე ისაუბრა

ალექსის სანჩესი კარიერას ინტერში გააგრძელებს

ინტერის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის ყოფილ გუნდზე ბარსელონაზე ისაუბრა და თქვა რომ ამ გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. ინტერი ბარსელონას 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება და სანჩესის აზრით ინტერის ძალა ამ შეხვედრაში უნდა გამოჩნდეს: ”ბარსელონაში ბედნიერი ვიყავი და ეს გუნდი მიყვარს, მაგრამ ეხლა ინტერის ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ კატალონიური გუნდი დავამწუხრო. ნოუ კამპზე […]

იურგენ კლოპი: ”ალისონი მალე დაგვიბრუნდება”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ალისონ ბეკერზე ისაუბრა და თქვა რომ ბრაზილიელი მეკარე მოედანს მალე დაუბრუნდება. კლოპის აზრით ალისონმა დაბრუნება არ უნდა იჩქაროს და ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს: ”ჩვენ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ალისონის თამაში ლივერპულისთვის, მაგრამ მან არ უნდა იჩქაროს. ადრიანი მას კარგად ცვლის და ჩვენ კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ ალისონი ოქტომბრის შუა რიცხვებში მანჩესტერ იუნაიტედთან […]

ზიდანი: ”ედენ აზარი ფორმაში მალე შევა”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ედენ აზარი მალე შევა ოპტიმალურ ფორმაში და კრიტიკოსებს გააჩუმებს. ზიდანის აზრით აზარს ყველა ის თვისება აქვს რაც რეალში თამაშისთვის არის აუცილებელი: ”მესმის რომ აზარისგან უფრო მეტს ელიან და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა რომ დაიცადონ და ისინი აზარის ნამდვილ დონეს […]

სერხიო რამოსმა შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს

სერხიო რამოსი: ”რთული თამაში მოვიგეთ”

მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა შესაძლოა 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, თუ მას დაუმტკიცდა ის რომ ატლეტიკოსთან მატჩის დროს მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ საქმეს იძიებს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ რამოსი დაისაჯა, მაშინ ის ბარსელონასთან შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველომ რაგბიში ურუგვაის 33-7 მოუგო

საქართველომ რაგბიში ურუგვაის 33-7 მოუგო

საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა. ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს […]

კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

იუვენტუსის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა. რონალდუმ მცირე ტრავმის გამო ბრეშასთან მატჩი გამოტოვა და ფიფას დაჯილდოებასაც არ დაესწრო, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ რომ რონალდომ ეს სხვა მიზეზების გამო გააკეთა. ასეა თუ ისე კრიშტიანო უკვე მწყობრშია და ის იუვენტუსის შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. იუვენტუსი საკუთარ მოედანზე სპალს მიიღებს და მათ ამ შეხვედრაში […]

ფრენკ ლამპარდი: ”მანჩესტერ იუნაიტედი მაინც სახიფათოა”

ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება

ჩელსი ინგლისის თასზე მანჩესტერ იუნაიტედს დაუწყვილდა და შემდეგ წრეში სწორედ ეს ორი გუნდი გაარკვევს ურთიერთობას. ჩელსის მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა რომ მიუხედავად ცუდ ფორმაში ყოფნისა მანჩესტერ იუნაიტედი მაინც სახიფათოა და მათთან ჩელსის რთული მატჩი ელის: ”მახსოვს როდესაც ფეხბურთელი ვიყავი როგორ გვიჭირდა მანჩესტერთან სტუმრად თამაში. ეხლანდელი იუნაიტედი იმ გუნდზე გაცილებით სუსტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას […]

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

ანტონიო კონტე გახდა პირველი მწვრთნელი რომლის ხელმძღვანელობითაც ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო. ასეთი რამ ამ კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამრიგად 5 ტურის შემდეგ ინტერს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. იუვენტუსი მას ორი ქულით ჩამორჩება. ერთადერთი შეხვედრა რომელიც წელს ინტერმა ვერ მოიგო პრაღის სლავიასთან ნათამაშები ფრე იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში. […]