კატეგორია: სპორტი

ზიდანი: ”ჩემპიონობამდე ჯერ შორია”

ზიდანი შესაძლოა ჩელსის მწვრთნელი გახდეს

მადრიდის რეალი 6 ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს 14 ქულით, მაგრამ ზიდანის თქმით ეს არაფერს ნიშნავს და გუნდმა შრომა უნდა გააგრძელოს: ”ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სეზონის ბოლოსაც ასე იქნება. ჩემი ფეხბურთელების მჯერა და ვიცი რომ ისინი არ დამაღალატებენ, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”. რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიური გუნდი ამჟამად […]

გრიზმანი: ”გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ვილიარეალთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ ბარსელონა ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მას ბევრი აქვს სამუშაო. გრიზმანმა საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა რომ ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება: ”სიმართლე გითხრათ ეს არ არის ის ბარსელონა რომელზეც ვოცნებობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ოპტიმალურ ფორმაში შევალთ. წინ ბევრი თამაშია სადაც უნდა ვაჩვენოთ […]

ალისონ ბეკერი: ”თამაში ძალიან მომენატრა”

ალისონი: ”ლივერპულს ჩელსიზე მდიდარი ისტორია აქვს”

ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერმა განაცხადა რომ მას თამაში ძალიან მოენატრა და იმედი აქვს რომ მოედანზე მალე დაბრუნდება. ალისონის თქმით ფეხბურთის გარეშე ცხოვრება მისთვის იოლი არ აღმოჩნდა, მაგრამ ის ყველაფერს ეჩვევა: ”ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამას ვერაფერს დაუპირისპირებ. ძალიან მინდა რომ მოედანზე მალე დავბრუნდე და ჩემს გუნდს დავეხმარო. როდესაც მატჩებს ტრიბუნიდან უყურებ ეს იოლი არ […]

ვან დეიკი: ”მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ფიფას დაჯილდოებაზე ლიონელ მესი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ამან ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ რომ ამ პრიზს ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებდა. თვითონ ვირჯილი კი სხვაგვარად ფიქრობს და მისი აზრით მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია: ”ძალიან მიხარია რომ მესიმ ეს ჯილდო მოიგო, რადგან ჩემი აზრით ის საუკეთესოა და იმსახურებს ამ წოდებას. ინდივიდუალური ჯილდოები […]

იურგენ კლოპი: ”ჩემი ყველა მიღწევა ლივერპულის დამსახურებაა”

იურგენ კლოპი: ”ბაიერნთან პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”

ფიფამ იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და არავის ეპარებოდა ეჭვი რომ სწორედ ის მოიგებდა ამ ჯილდოს. კლოპმა განაცხადა რომ მისთვის მთავარი გუნდური ტიტულებია და ლივერპული ყველა მისი წარმატების საწინდარია: ”მინდა ეს ჯილდო რომელიც დღეს მოვიგე ჩემს ფეხბურთელებს მივუძღვნა, რადგან მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ლივერპულის მწვრთნელი გავხდი და დღეს ვამაყობ ჩემი […]

მოურინიო: ”მანჩესტერ იუნაიტედი პროგრესს არ განიცდის”

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისურ არხზე განაცხადა რომ დღევანდელი მანჩესტერი არაფრით უკეთესი არ არის იმაზე რომელსაც თვითონ მოურინიო წვრთნიდა. ჟოზეს აზრით იუნაიტედს მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყოფნის: ”გუნდი არავითარ პროგრესს არ განიცდის, მაგრამ მე მხოლოდ მწვრთნელს არ დავადანაშაულებდი, რადგან პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. ვფიქრობ მანჩესტერს ბევრად ძლიერი შემადგენლობა სჭირდება იმისთვის რომ სერიოზული მიზნებისთვის […]

ზიდანი: ”სევილიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალმა გასვლაზე სევილია დაამარცხა ანგარიშით 1:0 და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მატჩის შემდეგ რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კმაყოფილებას არ მალავდა შედეგით და მისი აზრით გუნდმა იდეალურად ითამაშა: ”დაცვაში იდეალურად ვითამაშეთ და ძლიერ მეტოქეს არაფრის საშუალება არ მივეცით. შეტევაში ბენზემამ იყოჩაღა და მან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიტანა. ბედნიერი ვარ რომ ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები […]

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და 125 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების გარდა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა.

მოურინიოს რეალში დაბრუნება სურს

ჟოზე მოურინიო რეალში დაბრუნებას არ გამორიცხავს

მადრიდის რეალმა სეზონი საკმაოდ არადამაჯერებლად დაიწყო და უკვე არის საუბრები იმის შესახებ რომ ზიდანი შესაძლოა თანამდებობიდან გაანთავისუფლონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟოზე მოურინიოს ძალიან უნდა რეალში დაბრუნება და ის ფლორენტინო პერესის ზარს ელოდება. მოურინიო რეალის სათავეში 2010-13 წლებში იმყოფებოდა და მან მხოლოდ ერთხელ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში კი წარმატებას ვერ მიაღწია. გარდა ამისა, […]

ჰარი კეინი: ”ორბურთიანი უპირატესონის განიავება მიუღებელია”

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა ოლიმპიაკოსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის ორბურთიანი უპირატესობის განიავება მიუღებელია. ტოტენჰემი შეხვედრას 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა და კეინის აზრით ეს ცუდი შედეგია: ”პირველ ტაიმში უპირატესობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც მოვდუნდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ჩვენ უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი ვართ და ასეთი შედეგი უბრალოდ არ გვეკადრება. იმედი მაქვს, […]