პარიზის მერმა ანა იდალგომ ნეიმარს მიმართა და თქვა რომ ყველას სურს ნეიმარის წარმატება პსჟ-ში. იდალგოს აზრით ნეიმარმა ძველი წყენა უნდა დაივიწყოს და ისევ განაგრძოს თამაში: ”ფეხბურთი და პსჟ ძალიან მიყვარს და მინდა რომ ამ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ნეიმარი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მას შეუძლია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს. მინდა მას ვუთხრა რომ ჩვენ ყველას გვიყვარს ნეიმარი […]
კატეგორია: სპორტი
მესი – ”მინდოდა ნეიმარის დაბრუნება”
ბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ ნეიმარზე ისაუბრა და თქვა, რომ მას სურდა რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ბარსელონაში დაბრუნებულიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მესის აზრით ბარსელონაში საკმარისად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს: ”ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ ბუნებრივია მისი დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მიზეზები ჩემთვის უცნობია. ფეხბურთელი მსგავს საკითხებში არ უნდა ერეოდეს. ბარსელონაში საკმარისად ბევრი ძლიერი […]
არსენ ვენგერი ფიფაში დაიწყებს მუშაობას
ლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფაში დაიწყებს მუშაობას და ის ამ ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორი იქნება. ვენგერის მოვალეობა ძირითადად მწვრთნელებთან მუშაობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება იქნება. ვენგერმა განაცხადა რომ მისთვის ეს სამსახური დიდი პასუხისმგებლობაა და ის აუცილებლად შეასრულებს თავის მოვალეობებს. შეგახსენებთ რომ არსენ ვენგერი არსენალს 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და პოსტი 2018 წელს დატოვა. ის […]
ნეიმარი ზამთარში შესაძლოა პსჟ-დან წავიდეს
პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ზამთარში შესაძლოა გუნდიდან მაინც წავიდეს, მიუხედავად იმისა რომ ის ჯერჯერობით პსჟ-ში დარჩა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგულ გუნდში მობეზრდათ ნეიმარის მუდმივი კაპრიზები და ხელსაყრელი შეთავაზების შემთხვევაში მას გაყიდიან. ჯერჯერობით ასეთი შეთავაზება პსჟ-ს არ მიუღია, რადგან პარიზელები ნეიმარში ძალიან დიდ თანხას ითხოვენ და ეს თანხა თითქმის 300 მილიონია. თუ რომელიმე გუნდი შეძლებს ამ […]
კოუტინიო: ”კლოპმა ბაიერნში წარმატება მისურვა”
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა, რომ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა მას წარმატება უსურვა. კოუტინიოს აზრით კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ლივერპულის წარმატებაც კლოპის დამსახურებაა: ”კლოპმა ბაიერნში გადასვლის შემდეგ მომწერა და მითხრა რომ ჩემს წარმატებაში დარწმუნებულია. კლოპი უდიდესი მწვრთნელია და მას ყოველთვის შეუძლია ფეხბურთელი მოედანზე სათანადოდ განაწყოს. ლივერპულის წარმატება ბოლო წლებში დიდწილად […]
საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა
საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. […]
ნეიმარის ტრანსფერი ბარსელონაში კვლავ ბუნდოვანი გახდა
ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბარსელონა და პსჟ ტრანსფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ პარასკევს ეს ინფორმაცია ორივე გუნდმა უარყო. პსჟ ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს ნეიმარის ტრანსფერში, ხოლო კატალონიელებს კი მხოლოდ ფულის გადახდა სურთ და ეს თანხა პსჟ-ს არ აკმაყოფილებს. ამრიგად იზრდება შანსი რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩება, თუმცა მოლაპარაკებები ბოლომდე არ დასრულებულა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც […]
მარკო როისი: ”ბარსელონასთან შეხვედრა ყოველთვის გვინდოდა”
დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდმა მარკო როისმა განაცხადა რომ მას ყოველთვის სურდა ბარსელონას წინააღმდეგ თამაში და ძალიან უხარია რომ ამის შესაძლებლობა მიეცა. ბორუსია და ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში მოხვდნენ და პირველი შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება: ”საუზმეზე თანაგუნდელებს ვესაუბრებოდი რომ ბარსელონა შეგვხვდებოდა და ეს მართლაც ასე მოხდა. ძალიან მიხარია რომ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებ, რადგან ბარსელონა არასოდე შემხვედრია, რაც […]
ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კონსულტანტად დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია კალათბურთელის კარიერას ასრულებს. იგი “გოლდენ სტეიტში” კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს. ამის შესახებ გოლდენ სტეიტმა ტვიტერში დაწერა. “ზაზა ფაჩულია დაბრუნდა გოლდენ სტეიტში კონსულტანტად” – წერია კლუბის ტვიტში. შეგახსენებთ, რომ ზაზა “გოლდენ სტეიტში” 2016-17 და 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა. ორივეჯერ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში კი “დეტროიტის” ღირსებას იცავდა. რაც შეეხება […]
ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაიცვალა
“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი 9 წლის ქალიშვილი ხანა გარდაიცვალა. გოგონა ბოლო 5 თვის განმავლობაში ოსტეოსარკომას (ძვლოვანი ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე) ებრძოდა. “ჩვენი გოგონა ხანა დღეს 9 წლის ასაკში ოსტეოსარკომასთან ხუთთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას ამ ხუთი თვის განმავლობაში გამოვლენილი სიყვარულისთვის, დელიკატურობისა და […]










