კრიშტიანო რონალდუს ნეიმართან ერთად თამაში სურს და შესაძლოა ეს ასეც მოხდეს, რადგან ნეიმარის იუვენტუსში ტრანსფერზე ბევრი საუბარი მიდის. რონალდუს თქმით ის და ნეიმარი ძალიან ძლიერ დუეტს შექმნიან. ნეიმარმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ პსჟ მის ტრანსფერში 300 მილიონს ითხოვს, ამიტომ შესაძლოა ნეიმარს მოუწიოს პარიზში დარჩენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის აგენტი ჩინეთში ჩაფრინდება, […]
კატეგორია: სპორტი
რუსი მოკრივე ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი პუერტორიკელ მატიასთან ორთაბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და 23 ივლისს ის გარდაიცვალა. დადაშევმა ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით წააგო, როდესაც მისმა მწვრთნელმა მეთორმეტე რაუნდში ბრძოლა შეწყვიტა, თუმცა რამდენიმე წუთში რუსი მოკრივე ცუდად გახდა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადაშევს ტვინის ტრავმა დაუდგინეს და რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დადაშევს […]
მარკო ასენსიომ მძიმე ტრავმა მიიღო
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ არსენალთან ამხანაგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან 9 თვე გამოტოვოს. ასენსიოს მუხლის მმესი გაუწყდა და ეს ტრავმა ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად ითვლება. ასენსიოს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ზუსტ დასკვნას თუ რამდენ ხანში დაბრუნდება ის მოედანზე ექიმები ჯერ ვერ ამბობენ. ასენსიოს დაკარგვა რეალისთვის იოლი არ იქნება, რადგან ზიდანი […]
კრიშტიანო რონალდუს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნეს
ლას ვეგასის პოლიციამ კრიშტიანო რონალდუს გაუპატიურების ბრალდება მოუხსნა. რონალდუს გაუპატიურებაში ბრალი კეტრინ მაიორგამ დასდო, რომელიც კრიშტიანოსთან ერთად 2009 წლის ივნისში ლას ვეგასის ღამის კლუბში იმყოფებოდა. მაიორგას თქმით რონალდუმ მასზე ძალა იხმარა და შემდგომ დუმილისთვის 375 ათასი დოლარი გადაუხადა. მიუხედავად ამისა, ლას ვეგასის პოლიციამ რონალდუს ბრალდება მოუხნა, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა.
ივან რაკიტიჩს ბარსელონადან წასვლა არ სურს
ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა რომ მას ბარსელონაში სურს კარიერის დასრულება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ კატალონიური გუნდიდან არ წავიდეს: ”მომავალზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ბარსელონაში დიდი სიამოვნებით დავრჩები კარიერის ბოლომდე. ამ გუნდში ბედნიერი ვარ და წასვლა არ მინდა”. ზაფხულში ხშირი იყო საუბრები იმის შესახებ რომ რაკიტიჩი ბარსელონას დატოვებდა, […]
ზიდანი: ”გარეტ ბეილი რეალიდან უნდა წავიდეს”
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ გარეტ ბეილის ადგილი რეალში აღარ არის და მან ეს გუნდი უნდა დატოვოს. ზიდანის თქმით მას ბეილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, უბრალოდ ცვლილებების დრო მოვიდა: ”ბეილმა სხვა გუნდი უნდა მოძებნოს და ჩვენ მას ამის გაკეთებაში დავეხმარებით. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ბეილის ადგილი დღევანდელ რეალში არ არის, რადგან ჩვენ […]
ანტონიო კონტე: ”ლუკაკუს ყიდვა ინტერისთვის აუცილებელია”
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა რომ მისი ყიდვა ინტერის მთავარი პრიორიტეტია. კონტეს თქმით მას ლუკაკუს ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ის ჩელსის მწვრთნელი იყო: ”ლუკაკუს მიმართ ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ვფიქრობ ის ინტერში ჩემს ახალ სქემას იდეალურად მოერგება. მისი სტილის ფორვარდი ძალიან გვჭირდება”. მანჩესტერ იუნაიტედი ლუკაკუს ტრანსფერში […]
ნეიმარი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს
ნეიმარის ბარსელონაში ტრანსფერი სავარაუდოდ არ შედგება, რადგან პსჟ 300 მილიონს ითხოვს და ბარსელონამ ანტუან გრიზმანი დაიმატა, ამიტომ კატალონიურ გუნდში ნეიმარის ადგილი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის მამა ტურინში იმყოფება, სადაც იუვენტუსთან მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლოა ნეიმარი იუვენტუსში ვიხილოთ. თუმცა მთავარი დაბრკოლება ნეიმარის სატრანსფერო ფასია, რადგან პსჟ მის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ რომელიმე […]
რეალი ისკოს 80 მილიონად ყიდის
მადრიდის რეალმა თავისი ნახევარმცველის ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა და მის ტრანსფერში მადრიდელები 80 მილიონს ითხოვენ. ისკოს შეძენა რამდენიმე ინგლისურ გუნდს სურს, თუმცა კონკრეტული წინადადება რეალს ჯერ არ მიუღია. რამდენიმე წლის წინ ისკოს შეძენით იუვენტუსი იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ესპანელმა ფეხბურთელმა რეალში დარჩენა ამჯობინა. ამჯერად როგორც ჩანს ისკოს რეალის დატოვება მაინც მოუწევს, რადგან ის ზიდანის გეგმებში არ […]
სოლსკიაერი: ”მანჩესტერ იუნაიტედი ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მანჩესტერისთვის მიუღებელია მეხუთე ან მეექვსე ადგილი და გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს: ”წინა სეზონი ჩვენთვის წარმატებული არ გამოდგა და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მანჩესტერ იუნაიტედს არ შეეფერება ოთხეულს მიღმა ყოფნა და ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯერ მზად არ […]









