კატეგორია: ვიდეოები

რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა – ვიდეო

რუსთავში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა - ვიდეო

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მამაკაცმა ძმა და ცოლი დაჭრა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალს (უმცროსი ძმის მეუღლეს). ცოლს მეუღლე გამოექომაგა და ძმებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 32 წლის მამაკაცმა დანა აიღო და უფროს ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ძმების ჩხუბის დროს მათ გაშველებას უმცროსი ძმის მეუღლე შეეცადა, როდესაც შემთხვევით ისიც დაიჭრა. […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი, ვინც შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ“ – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილი - „ტვ პირველი“, ერთხელ, ზრდილობის გამო, მაინც მახსენეთ!“

ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან პოსტს აქვეყნებს: „ციხიდან გამოსვლისთანავე ათ ვარდს და ათ კოცნას მიიღებს ის ქალი , რომელიც მატროსოვის ციხის კედელთან ცენტრალურ შესასვლელამდე არმისული ასი მეტრით შარლ აზნავურის La Boheme -ს მომასმენინებს სამჯერ . ადმინისტრაციულ ჯარიმას მე ვიხდი . მამაკაცებისთვის სუფრას ვკისრულობ. P.S. მოსმენა შემეძლება კვირას 10.30-11.30 ; ორშაბათს 14.30-15.30; სამშაბათს 11.30-12.30“, – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ […]

ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს – ვიდეო

ომალოში ირანელი ტურისტი გადაარჩინეს - ვიდეო

ომალოში ირანელი ტურისტი დაშავდა. მაშველებმა მისი დახმარება შეძლეს. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმელაურთაში მოხდა. 30 წლის ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით შეძლეს. “ექიმების განმარტებით, 30 წლის ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და დაშავებულის სახმელეთო ტრანსპორტირება, საფრთხეს შეუქმნიდა მის სიცოცხლეს. ტრავმების სიმძიმის, […]

რუსთავში ლიფტი ჩავარდა – მასში 4 ადამიანი იყო – ვიდეო

რუსთავში ლიფტი ჩავარდა - მასში 4 ადამიანი იყო - ვიდეო

რუსთავში, XVII მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი 2 სართულით დაბლა ჩავრდა და გაიჭედა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 9 სართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან 4 ადამიანი პირველ სართულზე ჩადიოდა როდესაც ლიფტი დაბლა ჩავარდა და მე-7 სართულზე გაიჭედა. ადგილობრივებმა ლიფტის კარი გააღეს და 4 ადამიანი ამოიყვანეს.

ლევან ბერძენიშვილი – “ნავთლუღში მაღაზიაში მითხრეს, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო” – ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია!

ლევან ბერძენიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!” მან ვიდეოც გამოაქვეყნა.

გონიოში კაცი შტორმში ზღვაში შევიდა და დაიხრჩო – ვიდეო

გონიოში კაცი შტორმში ზღვაში შევიდა და დაიხრჩო - ვიდეო

გონიოში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა. მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოსახლეობა შტორმის შესახებ გააფრთხილა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა. იმედინიუსი

ჩცდ-ს გადასაღებ ოთახში პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა – ვიდეო

ჩცდ-ს გადასაღებ ოთახში პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა - ვიდეო

2 აგვისტოს ჩხრეკა იყო “რუსთავი 2-ის” ოფისში – პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები იმ ოთახში ჩაატარა, სადაც “ჩცდ-ს” სერიებია გადაღებული. დანარჩენი ვიდეოში ნახეთ.

რუსთავში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა – ვიდეო

რუსთავში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა - ვიდეო

რუსთავში XVII მიკრორაიონში 29 წლის ქალმა სამშობიაროში მიყვანამდე იმშობიარა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი აღნიშნულ მისამართზე გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა თუმცა ქალს მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. ექიმები ქალის სამშობიაროში გადაყვანას ვეღარ ასწრებდნენ, ამიტომ ქალი საკუთარ ბინაში ამშობიარეს. “ვერ მოვასწარით სამშობიაროში მისვლა და გამოვიძახეთ სასწრაფო. მეუღლეს ექიმების დახმარებით სახლში მოუწია მშობიარობა. ამჟამად მეუღლეც და ბავშვიც კარგად არიან. მადლობელი […]

რუსთავში მამაკაცმა მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა – ვიდეო

რუსთავში მამაკაცმა მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა - ვიდეო

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მე-4 სართულიდან გადახტომას აპირებდა. ადგილზე რუსთავის სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მაშველებმა და სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცთან მოლაპარაკებები აწარმოეს და დაარწმუნეს, რომ არ გადმომხტარიყო. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშიგადაიყვანა, სადაც მას […]

ირაკლი ოქრუაშვილი ”ვანოს შოუდან” გამოსვლის შემდეგ დააკავეს – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილი ”ვანოს შოუდან” გამოსვლის შემდეგ დააკავეს - ვიდეო

„აი, ვისია „რუსთავი 2“ – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავების წინ “რუსთავი 2-ში” გააკეთა. ის გადაცემა “ვანოს შოუში” სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც წასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა აიყვანეს. გადაცემა ეთერში ხვალ უნდა გავიდეს. შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული. რუსთავი 2