ჭდე: გურჯაანი

ავარია გურჯაანში – დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა

ავარია გურჯაანში - დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში – გარდაცვლილია ერთი და ორი მძიმედაა დაშავებული. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე, კურორტ “ახტალას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე პირი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, ორი კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირები […]

გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა

გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა. 41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

გურჯაანში ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარი თოფით დაცხრილა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში შეყვანისას ცოცხალი იყო, თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი […]

გურჯაანში ჭაში მამაკაცი გაიგუდა

გურჯაანში ჭაში მამაკაცი გაიგუდა

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 62 წლის კაცი ჭაში ჩა­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხე­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, გზა­ზე არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სიღ­რმის ჭაში წყლის სის­ტე­მის გა­და­სარ­თვე­ლად 62 წლის კაცი ჩა­ვი­და და ამოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხდა, რის შემ­დე­გაც გა­ი­გუ­და. მისი დახ­მა­რე­ბა შვილ­მა სცა­და, თუმ­ცა ვერ შეძ­ლო. 40 წლამ­დე კაცი კი გურ­ჯა­ა­ნის ჯეო ჰოს­პი­ტალ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში […]

“შემეშინდა და კაბა გავიხადე, სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა” – შშმ ქალი გურჯაანში მეზობელს გაუპატიურების მცდელობას აბრალებს

"შემეშინდა და კაბა გავიხადე, სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა" - შშმ ქალი გურჯაანში მეზობელს გაუპატიურების მცდელობას აბრალებს

გურჯაანში 41 წლის კაცს 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. დაზარალებული ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარის მეზობელი მის  სახლში შეიჭრა და ადგილიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა. ქალი აღნიშნავს, რომ მოძალადე მეზობელი ემუქრებოდა და ტანსაცმლის გახდას აიძულებდა. პოლიციამ 41 წლის კაცს ბორკილები მაშინ დაადო, როცა ქალი ჯერ კიდევ მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. – ძალით წამიყვანა, […]

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გამოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. შემთხვევა გურჯაანში გუშინ, 1 ივლისს, მოხდა.

გურჯაანში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

გურჯაანში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზამთროთი დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ბაკურციხე-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რა რაოდენობის ზიანი მიიღო საზამთროს ტვირთის მფლობელმა, ჯერჯერობით, უცნობია. პრაიმ ტაიმი

გურჯაანში აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო

გურჯაანში აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა კახეთში – გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის აუზში 4 წლის ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მიხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში ოჯხის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სახლში აუზი ახალი აშენებული იყო.. ბავშვი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ ის კლინიკაში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მთავარი

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. დაჭრილი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გურჯაანში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი სახლში მივიდა

გურჯაანში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი სახლში მივიდა

ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, გურჯაანის სოფელ ზიარში, მამა-შვილი სახლში დაბრუნდა. როგორც მანამდე ადგილობრივებმა “მთავარ არხს” უთხრეს, ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.