ჭდე: იუვენტუსი

ბუფონი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს

ბუფონი: ”პსჟ-ში დავამტკიცებ რომ ისევ დიდი მეკარე ვარ”

41 წლის ლეგენდარული მეკარე ჯან ლუიჯი ბუფონი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. ბუფონმა პსჟ-ში ერთი სეზონი გაატარა და პსჟ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. თავის მხრივ არც ბუფონი ფიქრობს კარიერის დასრულებაზე, ამიტომ ის თავის ყოფილ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ბუფონი იმაზეც თანახმაა, რომ სათადარიგო მეკარე იყოს იუვენტუსში. შეგახსენებთ რომ ბუფონმა იუვენტუსში თავისი კარიერის 17 წელიწადი გაატარა და სწორედ […]

მაურისიო სარიმ იუვენტუსზე ისაუბრა

მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”

იუვენტუსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ იუვენტუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ტურინულ გუნდში მუშაობას დაიწყებს. სარიმ აღნიშნა, რომ მისთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის მზად არის სამუშაოდ: ”ჩელსიში ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ვმუშაობდი, მაგრამ იუვენტუსში კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ვიმუშავებ, რაც ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. მე ვაპირებ ფეხბურთელებს ჩემი თამაშის ფსიქოლოგია ავუხსნა […]

პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოგბას მანჩესტერიდან წასვლა სურს და იუვენტუსთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ ტურინელები მზად არიან ამ ტრანსფერში 160 მილიონი ევრო გადაიხადონ. იუვენტუსის გარდა პოგბას შეძენა რეალსაც სურს და ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ არჩევანს ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს. შეგახსენებთ რომ მანჩესტერ იუნაიტედში პოგბა 2016 წელს […]

იუვენტუსი მაურისიო სარის თავს არ ანებებს

მაურისიო სარი: ”ჩელსის მენტალური პრობლემები აქვს”

იუვენტუსი კვლავინდებურად ახალი მწვრთნელის ძიებაშია და მათი მთავარი პრიორიტეტი ჩელსის თავკაცი მაურისიო სარია. ჯერჯერობით სარი თავის მომავალზე არ საუბრობს, თუმცა იუვენტუსის პრეზიდენტი ანიელი ბაქოში ჩაფრინდა, სადაც იმ სასტუმროში განთავსდა, რომელშიც სარი იმყოფება. ცხადია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და იუვენტუსი სარისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სავარაუდოდ ივნისში ყველაფერი ცხადი გახდება.

მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსიდან მიდის

მასიმილიანო ალეგრიმ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მომავალ სეზონში გუნდს აღარ უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია თვითონ იუვენტუსშიც დაადასტურეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიიღო ტურინული გუნდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება. ასევე არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება იუვენტუსის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ალეგრის სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ აპატიეს. იუვენტუსმა მეოთხედფინალში აიაქსთან წააგო.

იკარდის ყიდვა იუვენტუსს სურს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

მაურო იკარდიმ ზაფხულში შესაძლოა მილანის ინტერი დატოვოს, რადგან მას გუნდის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ერთი პერიოდი იკარდი საერთოდ უარს ამბობდა თამაშზე. მიუხედავად იმისა, რომ მაურო მოედანზე დაბრუნდა, კონფლიქტი ჯერ ბოლომდე არ ამოწურულა. იკარდის ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის არის იუვენტუსიც რომელიც მზად არის ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსი […]

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ორი კვირა გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსთან ერთად პირველი ტიტული მოიგო

პორტუგალიის და სერბეთის ნაკრებების შეხვედრის დროს კრიშტიანო რონალდუმ მატჩის 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კრიშტიანოს ბარძაყის ტრავმა აწუხებს და სავარაუდოდ მას ორი კვირა მოუწევს უქმად ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ რონალდუ აიაქსთან პირველ მეოთხედფინალს გამოტოვებს, თუმცა ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის. თვითონ კრიშტიანომ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ ის ყველაფერს გააკეთღებს იმისთვის, […]

კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”

კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”

კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოსთან 3 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ მარტომ მოუგო მადრიდელებს. მატჩის შემდეგ რონალდუ სიხარულს არ მალავდა და პორტუგალიელის თქმით მის გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება: ”დღეს საოცარი საღამო იყო და პირველ რიგში ბედნიერი ვარ იმით რომ მეოთხედფინალში გავედით. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, ამიტომ მის მოგებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია, თუმცა ჩვენ […]

დიეგო სიმეონე: ”იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა”

სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ აღიარა, რომ მისმა გუნდმა ტაქტიკურად დათმო თამაში და იუვენტუსმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს თქმით მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ შეძლო ატლეტიკომ ჩვეული ფეხბურთის ჩვენება: ”ძალიან დამწუხრებული ვარ დღევანდელი შედეგით, თუმცა ვაღიარებ, რომ იუვენტუსმა ტაქტიკურად გვაჯობა და ისინი ჩვენზე სწრაფად მოქმედებდნენ. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და სამართლიანად […]

კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში გასვლა შეგვიძლია”

კრიშტიანო რონალდო: ”მე 5 ჩემპიონთა ლიგა მაქვს, ატლეტიკოს არცერთი”

ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოსთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს შეუძლია ორბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრას. რონალდუს აზრით იუვენტუსი ვალდებულია, რომ თავისი გულშემატკივარის წინაშე საუკეთესო თამაში აჩვენოს: ”ატლეტიკო ძლიერი გუნდია, რომელიც შესანიშნავად თამაშობს დაცვაში. ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ჩვენ იუვენტუსი ვართ და ჩვენთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და შედეგს […]