ჭდე: ხაშური

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსი ხაშურში ბორდიურს შეეჯახა – დაშავებულია 14 ადამიანი

ავარია ხაშურში – დაშავებულია 14 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ზოგიერთს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.

ხაშურში მამაკაცს ყელი გამოჭრეს, დედამისი კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს  

ხაშურში მამაკაცს ყელი გამოჭრეს, დედამისი კი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს  

ხაშურში 50 წალმდე მამაკაცს ყელი გამოჭრეს, მოგვიანებით კი დედამისი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვლილი ნახეს.   გარდაცვლილები შშმ პირები არიან. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დედამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შვილის, 50 წლის მურთაზ მაჩხაშვილის ყელგამოჭრილი ცხედარი აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით მოხუცი ქალი პოლიციამ გამოჰკითხა. მოგვიანებით მეზობლებმა ქალის გარდაცვლაბის შესახებაც შიეტყვეს. ვენერა ღონღაძე ღამის 12 საათზე ერთ-ერთ ცენტრალურ […]

რა ხდება ხაშურის ქუჩებში

რა ხდება ხაშურის ქუჩებში

ხაშურის ერთ-ერთი მცხოვრები აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ბავშვი ქუჩის უზარმაზარ გუბეებში დააბიჯებს. ვიდეოს ასეთი სიტყვები ახლავს: ,,ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილი მოქალაქე – ,,ტყლაპო მენი”. ხაშურის ფეისბუქჯგუფებში როგორც წერენ, მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ქუჩა ამ მდგომარეობაშია, ზოგ ადგილას კი საერთოდ ვერ გაივლი. ასეთივე მდგომარეობაშია ბაღებთან და სკოლებთან მისასვლელი ქუჩებიც. არჩევნების წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ხაშურისა და […]

საბუთების აკინძვა 5 ლარი, ზონარის გაყრა – 1 ლარი – ხაშურის მერი 1.500 ლარს იხდის

საბუთების აკინძვა 5 ლარი, ზონარის გაყრა - 1 ლარი - ხაშურის მერი 1.500 ლარს იხდის

ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და ზონარი გაუყაროს. ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა – 1 ლარი ღირს. ,,ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში […]

დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში – დააკავეს 10 ადამიანი

დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში - დააკავეს 10 ადამიანი

მასშტაბური სპეცოპერაცია შიდა ქართლში – საერთო ჯამში დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მათ ბრალად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადამიანი გორში, სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის პარალელურად, გამთენიისას აიყვანეს. სპეცოპერაციის ერთი ნაწილი გორში უკვე დასრულებულია, თუმცა ოპერაცია ამ წუთებში უკვე ხაშურში გრძელდება. კერძოდ კი ნოდარ მუმლაძის სახლთან. ნოდარ მუმლაძე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 1993 […]

სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებს

სუსი ხაშურში გახარიას პარტიას უთვალთვალებს

დაშინება და შანტაჟი რეგიონებში – წინასაარჩევნოდ სუსი გააქტიურდა. სახელმწიფო უსააფრთხოების სამსახური ხაშურში გიორგი გახარიას წევრებს უთვალთვალებს. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა “პირველებს” ექსპრემიერის თანაგუნდელებმა მიაწოდეს. ყოფილი პრემიერის გარემოცვა ირწმუნება, რომ მათ ოფისთან სუსის კუთვნილი ავტომობილი ხშირად დგას, რომელიც ოფისშ შემსვლელ-გამომსვლელებს აკონტროლებს, რის შემდეგაც თითოეული მათგანზე შანტაჟს ახორციელებს და პარტიის დატოვებას აიძულებს. გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ ზეწოლა იმ […]

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. […]

ხაშურის რესტორანში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ხაშურის რესტორანში 2 ახალგაზრდა დაჭრეს

ხაშურში, რესტორან “დიაოხში”, “მთავარის” ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა. ერთმა კაცმა ორ ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ. “ერთი მსუბუქად იყო დაჭრილი, რაც შეეხება მეორეს, მას  მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის იყო მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა, შიდა […]

მამაკაცი რუსთავიდან ხაშურში თავის მოსაკლავად ჩავიდა

მამაკაცი რუსთავიდან ხაშურში თავის მოსაკლავად ჩავიდა

რუსთაველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი 28 მარტს სუიციდის მიზნით რუსთავიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა. ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი მისმა ნათესავებმა იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი, უცნობია. როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხაშურში ქუჩები და ეზოები დაიტბორა

ხაშურში ქუჩები და ეზოები დაიტბორა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ეზოებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ხაშურსა და სურამში მცირე სახის პრობლემები შექმნა. დაიტბორა სახლების ეზოები და ასევე, სანიაღვრე არხებში წყლის დონის აწევამ გამოიწვია რამდენიმე ქუჩის დატბორვა. ადგილზე დილიდან მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  სპეც. ტექნიკა. შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე […]