ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

პოლ პოგბა სავარაუდოდ მანჩესტერში დარჩება

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

პოლ პოგბამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ის მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლას არ აპირებს. პოგბას შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურდა, მაგრამ მანჩესტერმა მას მაღალი ფასი დაადო, რისი გადახდაც მადრიდელებმა არ ისურვეს. გარდა ამისა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაარწმუნა თავისი ფეხბურთელი დარჩენაში და პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედში ახალი პოტენციალი დაინახა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა ჩელსის 4:0 მოუგო.

სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვში დააქვეითონ

სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა სარეზერვო გუნდში გადაიყვანონ, თუ მან მანჩესტერი არ დატოვა. სანჩესი ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩილელ ფორვარდს წასვლა არ უნდა, რადგან მას ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს. სანჩესის ყიდვა რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს, მათ შორის არიან რომა და ინტერი. შეგახსენებთ რომ სანჩესის ევროპული კარიერა სწორედ იტალიაში, კერძოდ კი […]

სოლსკიაერი: ”ჩელსისთან შესანიშნავად ვითამაშეთ”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩელსისთან მოგების შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და თქვა რომ ასეთი თამაშით მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. სოლსკიაერის აზრით გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს: ”ამ მატჩმა გვიჩვენა რომ გუნდს სერიოზული პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ რომ ფეხბურთელები კიდევ უფრო მოუმატებენ და ასეთი თამაშით ჩვენ შეგვიძლია შორს წავიდეთ”. მანჩესტერ იუნაიტედმა […]

პაულო დიბალა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

პაულო დიბალას მანჩესტერ იუნაიტედი ეპატიჟება და შესაძლოა იუვენტუსმა და მანჩესტერმა გაცვლა განახორციელონ. იუვენტუსში ლუკაკუ გადავიდეს, ხოლო მანჩესტერში კი დიბალა. ეს ვარიანტი საკმაოდ რეალურია, რადგან იუვენტუსს დიბალას შენარჩუნება დიდად არ სურს, ხოლო ლუკაკუ კი თანახმა ტურინულ გუნდში გააგრძელოს კარიერა. დიბალა მანჩესტერ იუნაიტედს მაღალ ანაზღაურებს თხოვს და მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის დათანხმდება ამ გუნდში გადასვლას.

სოლსკიაერი: ”მანჩესტერ იუნაიტედი ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს”

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერს სრულყოფილ კონტრაქტს შესთავაზებს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მანჩესტერისთვის მიუღებელია მეხუთე ან მეექვსე ადგილი და გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს: ”წინა სეზონი ჩვენთვის წარმატებული არ გამოდგა და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მანჩესტერ იუნაიტედს არ შეეფერება ოთხეულს მიღმა ყოფნა და ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯერ მზად არ […]

მარკუს რეშფორდი: ”მანჩესტერ იუნაიტედს დიდი პოტენციალი აქვს”

ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა თავისი გუნდის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მანჩესტერს დიდი პოტენციალი აქვს და მომავალ სეზონში ამას ყველა დაინახავს: ”გასული სეზონი ცუდად დავიწყეთ და წარუმატებლობის შეგრძნება მთელი სეზონის მანძილზე გვქონდა. წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. გვინდა რომ პრემიერ ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლოთ”. რეშფორდმა რამდენიმე კვირის წინ მანჩესტერ იუნაიტედთან […]

მარკუს რეშფორდმა მანჩესტერ იუნაიტედთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა გუნდთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოდ კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. პოლ პოგბასთან ერთად რეშფორდი გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ამრიგად რეშფორდმა მანჩესტერში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა მას ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, მათ შორის ბარსელონაც. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მას […]

პოგბა მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლას აპირებს

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უკვე აღარ მალავს რომ მას წასვლა სურს და ახალ გამოწვევებს ელოდება. პოგბას აზრით მან მანჩესტერში კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა: ”ვფიქრობ რომ ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროს დადგა და მინდა რომ ეს გამოწვევები წარმატებით დავძლიო. არ ვიცი მომავალ სეზონში სად ვიქნები, შეიძლება მანჩესტერში დავრჩე, შეიძლება სხვა გუნდში […]

პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოგბას მანჩესტერიდან წასვლა სურს და იუვენტუსთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ ტურინელები მზად არიან ამ ტრანსფერში 160 მილიონი ევრო გადაიხადონ. იუვენტუსის გარდა პოგბას შეძენა რეალსაც სურს და ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ არჩევანს ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს. შეგახსენებთ რომ მანჩესტერ იუნაიტედში პოგბა 2016 წელს […]

დე ხეას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

დე ხეას ყიდვა პსჟ-საც მოუნდა

მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას გუნდიდან წასვლა სურს და ამის გამო ის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. დე ხეას რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და შესაძლოა ის ესპანეთშიც დაბრუნდეს, თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი პსჟ-ში გადასვლაა, რომელიც მზად არის დე ხეას ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ტრანსფერი ადრეც აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ მაშინ დე ხეამ მანჩესტერში […]