ჭდე: მანჩესტერ სიტი

გვარდიოლამ სიტის ფეხბურთელები დასაჯა

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

ბოლო პერიოდში მანჩესტერ სიტი არ აჩვენებს სტაბილურად კარგ შედეგს რის გამოც გუნდი უკვე 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლივერპულს. როგორც ჩანს გვარდიოლამ გადაწყვიტა რომ ზომები მიიღოს და მან საშობაო ღონისძიება გააუქმა, რომელიც ყოველ წელიწადს იმართებოდა და მას სიტის ყველა თანამშრომელი ესწრებოდა. ამჯერად ეს ღონისძიება არ იქნება და ნიშანია იმის რომ სიტომ უნდა მოუმატოს და ფეხბურთელებმა კონცენტრაცია […]

სოლსკიაერმა მანჩესტერ სიტის წარსულს დასცინა

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ლუკაკუს გაყიდვას არ ვაპირებთ”

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მანჩესტერ სიტის უკბინა და გუნდის წარსული გაიხსენა, როდესაც სიტი ყოველთვის არ იყო პრემიერლიგაში. სოლსკიაერის თქმით მას უხარია სიტის პროგრესი, რადგან მანჩესტერული დერბი ყოველ წელიწადს იმართება: ”მიხარია რომ ჩვენ ყოველ წელიწადს გვაქვს ერთმანეთთან თამაშის საშუალება, რადგან ეს ყოველთვის ასე არ იყო. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მახსოვს რომ სიტი რამდენიმე წელიწადი […]

გვარდიოლა: ”შეგვიძლია ლივერპულს დავეწიოთ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე ვულვერჰემპტონთან დამარცხდა 0:2 და ამ მარცხის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ლივერპულს უკვე 8 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა თითქმის დარწმუნებულია რომ სიტი მაინც იბრძოლებს ჩემპიონობისთვის და ჯერ მხოლოდ დასაწყისია: ” ”სამწუხაროა რომ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება. დარწმუნებული ვარ ლივერპული წაიფორხილებს, რადგან ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, ჩვენ კი ამით უნდა […]

გვარდიოლა: ”სანამ არ გამაგდებენ, მანამდე სიტიდან არსად არ წავალ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ მას ძალიან სიამოვნებს მანჩესტერ სიტიში მუშაობა და არსად წასვლას არ აპირებს. გვარდიოლას თქმით ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა თუ მას სიტის ხელმძღვანელობა გააგდებს: ”ინგლისში ზუსტად ის მუხტია, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი და აქ მუშაობა უდიდესი სიამოვნება და ამავდროულად პასუხისმგებლობაც არის. სიტიდან წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ და აქ იქამდე […]

გვარდიოლა: ”სიტიდან წასვლას არ ვაპირებ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იმ ჭორებს უპასუხა, თითქოს ის მომავალ სეზონში იუვენტუსის მწვრთნელი გახდება. გვარდიოლას თქმით ეს სიცრუეა და ის არ აპირებს მანჩესტერ სიტიდან წასვლას: ”არ ვიცი საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მე უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ რომ სიტიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ კიდევ ბევრი მიზანი მაქვს შესასრულებელი. ოდესმე ამ […]

ვინსან კომპანი: ”თანაგუნდელები მიყვიროდნენ რომ კარში არ დამერტყა”

ვინსან კომპანი: ”თანაგუნდელები მიყვიროდნენ რომ კარში არ დამერტყა”

მანჩესტერ სიტიმ ლესტერის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მატჩი 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი სიტის ცენტრალურმა მცველმა ვინსან კომპანიმ გაიტანა შორეული დარტყმით. კომპანიმ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მის თანაგუნდელებს არ უნდოდათ რომ მას კარში დაერტყა: ”დასარტყმელ პოზიციაზე ხშირად ვარ ხოლმე, მაგრამ თანაგუნდელები მუდამ მიყვირიან, რომ კარში არ დავარტყა. ამჯერად გავბრაზდი და დავარტყი. ვიფიქრე რომ […]

ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებს

ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებს

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო ამ სეზონში სავარაუდოდ თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება. ფერნანდინიომ ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და ის 51-ე წუთზე შეცვალეს. როგორც სიტის ექიმები ვარაუდობენ ფერნანდინიო ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას და მზად მაისის ბოლოს იქნება, როდესაც სეზონი უკვე დასრულდება. ფერნანდინიოს დაკარგვა მანჩესტერელებისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია, რადგან ის სიტის ძირითადი შემადგენლობის […]

ხოსეპ გვარდიოლა: ”ჯერ ჩემპიონები არ ვართ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იუნაიტედის დამარცხების შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი ჯერ ჩემპიონი არ არის და წინ კიდევ 3 თამაშია. გვარდიოლას აზრით მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა არ დასრულებულა: ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა მოვიგეთ და ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ, მაგრამ წინ კიდევ სამი შეხვედრაა და ყურადღება […]

გვარდიოლა: ”თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ”

ხოსეპ გვარდიოლა: ”ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ”

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტოტენჰემთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი მატჩის სადავეებს აკონტროლებდა, თუმცა ბოლოში დასანანი გოლი გაუშვა. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია ნახევარფინალში გასვლა: ”ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია და მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შედეგი კარგი არ არის და განმეორებით მატჩში დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება”. ტოტენჰემმა პირველი მატჩი […]

ვირჯილ ვან დეიკი: ”ახლა პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ”

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა რომ ლივერპულმა პორტოსთან სასურველ შედეგს მიაღწია და ახლა შეუძლია, რომ პრემიერ ლიგაზე გადაერთოს. ლივერპულმა პორტო 2:0 დაამარცხა და მეტოქეს საგოლე მომენტი თითქმის არ შეაქმნევინა: ”კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მიზანს მივაღწიეთ. პორტუგალიაში მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან პორტო ძლიერი გუნდია. რამდენიმე დღეში ჩელსისთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ამიტომ მთელი ყურადღება […]