ჭდე: რუსთავი 2

ნინო ზურიაშვილი – ”რუსთავი 2-მა ჩვენი ფილმი ივანიშვილის ქონების შესახებ დაბლოკა”

ნინო ზურიაშვილი - ”რუსთავი 2-მა ჩვენი ფილმი ივანიშვილის ქონების შესახებ დაბლოკა”

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების სერია რუსთავი 2-ზე ყოველ შაბათს გადიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტელევიზიას მიაწოდეს ახალი გადაცემის ანონსი, სადაც საუბარი იყო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის გაზრდილ ქონებაზე, ფილმი არხმა ეთერში არ გაუშვა და თავისუფლების მონიტორს ხელშეკრულება გაუუქმა. ამის შესახებ სტუდია მონიტორის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ისაუბრა. „ჩვენ ვნახეთ, რომ ის (ივანიშვილი) საქართველოში მუშაობს, […]

რუსთავი 2-ს ინკასო დაადეს

სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ რამდენიმე ტელევიზიას ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ტელევიზიებს შორისაა ”რუსთავი 2”, ტელეკომპანია ”პირველი” და ტელეკომპანია ”კავკასია”. მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. ფინანსთა სამინისტრომ ერთდღიანი ვადა ტელეკომპანიებს გუშინ მისცა. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ტელევიზიისთვის ინკასოს დადებას უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს. „დღეს, დაახლოებით […]

სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო

სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლომ დვალისა და აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. “სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო ? რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს: 1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში 2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა. ✌️✌️” – დაწერა კახა კოჟორიძემ ფეისბუქში. ადვოკატმა უფრო […]

რა გადაცემები აღარ გავა რუსთავი 2-ზე

რუსთავი 2 - "გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან"

ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა “რუსთავი 2” და მისი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. მთავარ საინფორმაციო გამოშვებას არხის ყოფილი სახე და პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ყოფილი მრჩეველი, ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე აღარ გავა: პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, მთავარი ექიმი, ჩემი ცოლის დაქალები, მხოლოდ ქართული, ნანუკას შოუ, არჩევანი, სხვა შუაღამე, ვანოს შოუ, ფორბსის […]

მთავარი არხი რუსთავი 2-ის ფეისბუქზე გაზიარდა – “ნოდარ მელაძეს აქვს პაროლი და არ გვაძლევს”

მთავარი არხი რუსთავი 2-ის ფეისბუქზე გაზიარდა - "ნოდარ მელაძეს აქვს პაროლი და არ გვაძლევს"

ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე გაზიარდა. მომხდარზე „პრაიმტაიმთან“ განმარტებას პაატა სალია აკეთებს. „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის თქმით, ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის Facebook გვერდის პაროლს ფლობს, მიუხედავად იმისა რომ ის რუსთავი 2-ში აღარ მუშაობს. „რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი იყო ნოდარ მელაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, ყოველგვარი საფუძვლის […]

ნინო ხოშტარიამ რუსთავი 2 დატოვა – “ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრეთ“

ნინო ხოშტარიამ რუსთავი 2 დატოვა - "ერთად დავიწყეთ და ერთად დავამთავრეთ“

გადაცემა “სხვა შუადღის” წამყვანმა, ნინო ხოშტარიამ “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად გაავრცელა. „25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ“, – წერს ხოშტარია. ნინო ხოშტარია “რუსთავი 2”-ში 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, მათ შორის “ჯეობარის”, “ყველაზე ჭკვიანის”, “ეკივოკისა” და კიდევ რამდენიმე […]

პაატა სალია – ”ძალიან მალე დავბრუნდებით კურიერით”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს. „რუსთავი 2″-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად […]

ნატა ნიჟარაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება

ნატა ნიჟარაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის სახე კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია ნიჟარაძე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი არხზე ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს. “ნიუპოსტი” ნატალია ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პაატა სალიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი მენეჯმენტრის სურვილია, “რუსთავი 2”-ში არხის ძველი სახეები დააბრუნოს. “პაატა სალიასთან შეხვედრა მქონდა, თუმცა თოქ-შოუზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზედაპირულად […]

ნინია კაკაბაძე – „მთავარ არხს გაუჭირდება იმ რეიტინგის მოპოვება, რაც რუსთავი 2-ს ჰქონდა”

„მემუარებს რომ დაწერ, იქ ერთი თავი იქნება: როგორ წავლეკე ჩემი მეგობარი, რომელმაც ტაძარში თავის ხელით მიმიყვანა“... -  ნინია კაკაბაძე  ლევან ვასაძეს მიმართავს

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს სასამართლომ 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც არხის მიმართ პირდაპირ ზეწოლად არის აღქმული. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალების ბიბისის მოქმედი ჟურნალისტია. აღნიშნული საკითხებისა და მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს […]

გურამ ჩალაგაშვილი – „ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-თვის ისევ იბრძოლებს”

გურამ ჩალაგაშვილი - „ქიბარ,  ისტორიაში შეხვალ, შენი „პოჩერკით“... ბრძოლა გრძელდება“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი და მეგობარი კობა კოშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დატოვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია. გასაჩივრების გარდა რა პოლიტიკურ ბერკეტს დაუპირისპირებენ ამ გადაწყვეტილებას? რას ფიქრობს მედიის თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე? რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას? […]