საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს.
ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.
აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველი სამხედროებისა და პრინც ჰარის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს. პრინცი ჰარი კანადაში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფება. სწორედ მისი პატრონაჟით იმართება აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრება.
ნიუპოსტი

