ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 26 სექტემბერს გვიან ღამით თბილისში. კუკიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად 28-დან 35 წლამდე ასაკის ძმები დაიღუპნენ.
როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ძმები ხუჭუები და ძმები ლაშქარავები, რომელთა დედებიც გარდაცვლილი ჰყავთ, საფლავიდან მოდიოდნენ, როდესაც კუკიის მიმდებარედ ხეს შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ოთხივე მათგანი გარდაიცვალა. საჭეს ძმებიდან ერთ-ერთი მართავდა.
ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

