“დაიძრა მირზა გელოვანის გადმოსვენების საქმე”

"დაიძრა მირზა გელოვანის გადმოსვენების საქმე"– მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები ჩემს შეპირებას ანადგურებენ,- ამ სიტყვების ავტორი, 27 წლის პოეტი მირზა გელოვანი მეორე მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა.

ის ომის მიწურულს, 1944 წლის ივლისში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

მირზა გელოვანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი რამდენიმე წლის წინ გააქტიურდა, თუმცა ვერ განხორციელდა.

სოციალურ ქსელში თამაზ ტყემალაძე წერს: “გიხაროდენ…დაიძრა მირზა გელოვანის გადმოსვენების საქმე…..”

 MediaMall.ge