კულტურის პალატის პრეზიდნეტის, დავით ოქიტაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებს მაშინ აფასებენ, როდესაც გარდაიცვლებიან. როგორც “იბერიის” ეთერში ოქიტაშვილმა აღნიშნა, არავის აინტერესებს მაგალითად თუნდაც მსახიობ ლეილა აბაშიძის ბედი.
– ვინმე კითხულობს როგორ არის ლეილა აბაშიძე?! მისმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ დამრიეკა, დათო, გვიშველე, ჩაუჭრეს სინათლეო. ვუთხარი, არ უთხრათ, გადავიხადეთ და ჩავურთეთ. ლოგინად არის ჩავარდნილი…., – განაცხადა ოქიტაშვილმა.

