ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს ისევ უჩივის – საქმის მასალები პარიზის პოლიციას გადაეგზავნა

ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილს ისევ უჩივის - საქმის მასალები პარიზის პოლიციას გადაეგზავნა“შაბათის კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ სამი თვის ვადაში პარიზის სასამართლო უკვე დაიწყებს მოქალაქე ინგა პავლოვას სარჩელის განხილვას.

ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ საქართველოს ყოფილი-პრემიერის ივანიშვილის კანონიერი ცოლია და ექს პრემიერმა განქორწინება ყალბი დოკუმენტების საშუალებით გააფორმა იმისთვის, რომ პირველი ცოლისთვის წილი არ გადაეხადა.

ინგა პავლოვას ინტერესების დამცველი, გრეგორი რინკუღი, აცხადებს, რომ თაღლითობისა და დოკუმენტების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ვერსალის პოლიციაში მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა საქმის მასალები პარიზის პოლიციას გადაეგზავნა, რომელიც გამოძიებას თითქმის ასრულებს. ბიძინა ივანიშვილი ვერსალში აგარაკს ფლობს.

სასამართლოს ივანიშვილის საქმე, მაქსიმუმ, სამ თვეში გადაეცემა და თუ მოსამართლე დაადგენს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც გააყალბა დოკუმენტები, მაშინ მას ყოფილი ცოლისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევს

ნიუპოსტი