ნაცემი მუშები – კომპანია „ალბატროსში” მუშაობა პარალიზებულია

ნაცემი მუშები - კომპანია „ალბატროსში" მუშაობა პარალიზებულიაკომპანია „ალბატროსში” კვლავ დაძაბული ვითარებაა, უკვე მეორე დღეა, კომპანიაში მუშაობა პარალიზებულია, რადგან თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
მიზეზი თანამშრომლებსა და დაცვის სამსახურს შორის მომხდარი ინციდენტია. მუშები აცხადებენ, რომ ისინი დაცვის თანამშრომლებმა სცემეს.
მათივე თქმით, მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების მიზეზი ხელფასები და ბუღალტრული ჩარიცხვები გახდა. თუმცა, თანამშრომლების განცხადებით, შეთანხმება მოხდა, მაგრამ ხელმძღვანელის კაბინეტის დატოვების შემდეგ გარეთ დაცვის შვიდი წევრი დახვდათ.
კომპანიის თანამშრომლები დაცვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ლევან კერვალიშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები.
კომპანიის ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს გამოძიების დასრულებამდე დაცვის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის დროებით განრიდებას სთავაზობს.