ნიკა გვარამია – “ვანო ჯავახიშვილი მართლა ავად არის და სულ ტყუილად მოიქსოვა გაუგებარი კონსპირაციები ეგზიტპოლებთან დაკავშირებით”

ნიკა გვარამია - "ვანო ჯავახიშვილი მართლა ავად არის და სულ ტყუილად მოიქსოვა გაუგებარი კონსპირაციები ეგზიტპოლებთან დაკავშირებით"იუმორისტული გადაცემის წამყვანს ვანო ჯავახიშვილს ტვინის ტრავმული შერყევა აქვს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც “ვანო ჯავახიშვილის” შოუ რამდენიმე კვირა ეთერში არ გავიდა.

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“ვანო ავად არის. ჩვენ მასთან შეთანხმებით და მისი თხოვნით ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. მას აქვს მძიმე ტვინის ტრავმული შერყევა. ამ თემაზე საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გაუგებარი კონსპირაციები მოიქსოვა, ეგზიტპოლებთან კონტექსტში განსაკუთრები… იმედი გვაქვს, რომ ვანო ჯავახიშვილი მინიმუმ მომავალ კვირას დაუბრუნდება მომავალ საქმიანობას, თუმცა ამ ეტაპზე საკმაოდ სუსტად არის. ველოდებით მის გამოჯანმრთელებას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.