შორენა თეთრუაშვილისა და პატრიარქის ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრა ,,ნანუკას შოუში“ პატრიარქის ანალიტიკური სამსახურის ყოფილმა უფროსმა ტარას შავშიშვილმა.
მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერანტი მისტიკით იყო დაკავებული. შავშიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს ხშირად არ მოსწონდა მისი საქციელი რის გამოც უთქვამს ,,მომაშორეთ ეს ქალი აქედანო, კვირები გადიოდა და არ ელაპარაკებოდა ხოლმე, მაგრამ ეს ქალი მაინც ახერხებდა მასთან ურთიერთობის გაგრძელებას“ – ჰყვება შავშიშვილი.
ნიუპოსტი

