ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 ოქმბრიდან სამი დღის განმავლობაში შეწყდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო დღეებში საბავშვი ბაღებში აზიური ფაროსანას გამო, სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.
– დღეს ჩვეულებრივ ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს. მომავალი კვირის სამი დღე დაგვჭირდება იმისათვის, რომ სადინზიფექციო სამუშაოები ჩავატაროთ, – განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

