როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლება.

– მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიან შტორმს ველოდებით, – აცხადებენ სინოპტიკოსები.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.