ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით რუსთავში, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ გზაზე არსებულ პატარა ხიდთან. ჰონდა “ფიტის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ხევში ჩავარდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული.
ნიუპოსტი

