საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელიდღეს საქართველოს მასშტაბით იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ამის შესახებ “პირველს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.
სინოპტიკოსების ცნობით, ჩრდილო მაღალმთიან ზონაში თოვლია ნავარაუდევი.

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში – 12-17 გრადუსი.

დღეს თბილისშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ქვეყნის მასშტაბით 5 ოქტომბრიდან გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში – 18-23 გრადუსამდე.

4 ოქტომბერს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1918 +29.1 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1914 წელს +4.2 გრადუსი.