საზმაუს ტენდერი ბერა ივანიშვილის კომპანიამ მოიგო

საზმაუს ტენდერი ბერა ივანიშვილის კომპანიამ მოიგოსსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო გადაცემის „აქტუალური თემა I არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად“ სპეც განათების უზრუნველყოფისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი 346.098 ლარს შპს „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ გადაუხდის.

აღნიშნული ინფორმაციის ნახვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. როგორც სააგენტოს ვებგვერდიდან ხდება ცნობილი ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

ბიზნესის რეესტრის მონაცემებით შპს „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ დირექტორი გოგა ხაინდრავაა. 100 %-იანი წილის მფლობელი კი ექსპრემიერის შვილი ბერა ივანიშვილი.

ნიუპოსტი