შორენა ბეგაშვილი: „მე აღარ ვარ „რუსთავი2“-ის თანამშრომელი“

შორენა ბეგაშვილი: „მე აღარ ვარ „რუსთავი2“-ის თანამშრომელი“შორენა ბეგაშვილმა პროექტ “ნიჭიერის” ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. “რუსთავი2” -ის სახის “იმედის” შოუში გამოჩენასთან დაკაშირებით სოციალურ ქსელში კითხვები გაჩნდა, მითუმეტეს იმ ფონზე რომ პროექტი “ნიჭიერი” რუსთავი2-დან იმედზე არცთუ უხმაუროდ გადაბარგდა. როგორც აღმოჩნდა შორენა ბეგაშვილი “რუსთავი2”-ის თანამშრომელი აღარაა. ამის შესახებ პოპულარულმა ტელესახემ გაზეთ “პრაიმტაიმთან” ისაუბრა.

– მე აღარ ვარ “რუსთავი2”-ის თანამშრომელი, –  განაცხადა შორენა ბეგაშვილმა, მისი თქმით, ჯერჯერობით არაფრის თქმა შეუძლია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ტელევიზიაში გააგრძელებს მუშაობას.