თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან პოლიცია მივიდა

თბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან პოლიცია მივიდათბილისის 67-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია. ბავშვების ნაწილი სკოლის გარეთ იმყოფება და დირექტორს მოუწოდებს, რომ სკოლიდან დანარჩენი მოსწავლეებიც გამოუშვას.
როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, სკოლის კარი შიგიდან ჩაკეტეს და ბავშვებს გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.
სკოლასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

ინტერპრესნიუსი