თუშეთი-კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა – ტურისტები შველას ითხოვენ

თუშეთი-კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა - ტურისტები შველას ითხოვენძლიერი თოვლის გამო თუშეთი-კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა, ერთი ადგილობრივი თოვლშია ჩარჩენილი და მისი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ზვავის გამო ტურისტები თუშეთიდან უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ფარული სისხლდენა აქვს და დაუყოვნებლივ ესაჭიროება სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ზვავი დღეს დილით ჩამოწვა.