1 დეკემბრიდან ქართული არხები საკაბელოებიდან გაითიშება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ საქართველოს მასშტაბით რომელიმე საკაბელო კომპანიიის აბონენტი ხართ, 6 ქართულ არხს: – იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, ჯიდიესი, მარაო და კომედი არხი, ვეღარ უყურებთ.
ასევე ქართული არხები გაითიშება საიტიდან myvideo.ge. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „იმედის დილა“ ავრცელებს.
ექვსმა არხმა საკაბელო ოპერატორებისგან მათი მაუწყებლობის გავრცელებისთვის თანხა მოითხოვა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ტელევიზიებს აქვთ უფლება მოითხოვონ საფასური მათი არხების ტრანსლირებისთვის.
ტელეკომპანია „იმედის’ იურისტი ანდრო ლაშხი აცხადებს, ეს პროცესი მაისში დაიწყო და ვისთანაც შედგა შეთანხმება, მათ პაკეტში კვლავ დარჩება იმედის არხები. შპს მედია რაითს ჯორჯია-ს დირექტორის ზურა ნაყეურის განცხადებით, მათი კომპანია ღიაა მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ერთად ამ ექვსი კომპანიის ტრანსლირებისთვის, გადასახადი თვეში ერთ დეკლალირებულ აბონენტზე არის 1,5 ლარი.
“ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის. ტელევიზიების მოთხოვნა აბსოლუტურად კანონიერია,””- განაცხადა ნაყეურმა.

