80 წლის თამარ ვართუმაშვილი, რომელიც კომაში მყოფ 21 წლის შვილიშვილს უვლის, თვითმკვლელობით იმუქრება

80 წლის თამარ ვართუმაშვილი, რომელიც კომაში მყოფ 21 წლის შვილიშვილს უვლის, თვითმკვლელობით იმუქრებაგორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 80 წლის თამარ ვართუმაშვილი, 21 წლის გონებადაკარგულ შვილიშვილს, 2 წელია უვლის. მოხუცი თვითმკვლელობით იმუქრება.

ახალგაზრდას, 2 წლის წინ მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა და მუდმივ მედიკამენტებსა და მეთვალყურეობას საჭიროებს.

80 წლის ქალის, თქმით, მათ სოციალური დახმარებაც კი მოუხსნეს, რის გამოც ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც 21 წლის შვილიშვილის 3 დღის მედიკამენტების შესაძენი თანხაა.

– ყოველდღე 60-70 ლარის წამლები ჭირდება ჩემს შვილიშვილს, რომელსაც მამამ გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მისმა ნათესავებმა სახლში წაიყვანეს, რადგან მე საწოლში ჩავარდნილი ორ ადამიანის მოვლას ფაქტობრივად ვერ შევძელბდი. 2 წლის წინ ჩემს შვილიშვილს მანქანა დაეჯახა და იმის შემდეგ გონებადაკარგული მიწევს სახლში. არ ვიცი რა გზას უნდა დავადგე, ჩემი პენსიის თანხა მხოლოდ 3 დრის წამლებში კმარა, იმ ზომამდე ვარ მისული, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ და ჩემი შვილიშვილის ტანჯვას მაინც აღარ ვუყურებ. გთხოვთ დამეხმარეთ, ერთადერთი პატრონი ჩემი ანგელოზი შვილიშვილის მე ვარ, რომელსაც ვერანაირად ვერ ვეხმარები. ღამეებს ტირილში ვატარებ, მაგრამ ეს ტირილი პრობლემებს არ აგვარებს. ვის არ მივმართე, დახმარებას ვის არ ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ,- აცხადებს თამარ ვართუმაშვილი.

პირველი