აზერბაიჯანში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგებიც საქართველოშიც იგრძნობოდა

აზერბაიჯანში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგებიც საქართველოშიც იგრძნობოდააზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგებიც საქართველოშიც იგრძნობოდა.

აზერბაიჯანში მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში გაუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 მაგნიტუდა იყო.
რა სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა საქართველოში, სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები მთელი ქვეყნის მასშტაბით ორჯერ იგრძნეს. სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 23:50 საათზე დაფიქსირდა. მაგნიტუდისა და სხვა დეტალების შესახებ აზერბაიჯანული მედია ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.