ბახტრიონის ქუჩის #8-ში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე–8 სართულზე სახლში გაჩნდა. ადგილზე 4 სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

