დავით საგანელიძე – ”ჩემი ხელფასი თვეში 16 ათასი ლარია, თუმცა რეალური შემოსავალი – 5 ათასი”

დავით საგანელიძე - ”ჩემი ხელფასი თვეში 16 ათასი ლარია, თუმცა რეალური შემოსავალი - 5 ათასი”დავით საგანელიძე ყოველთვიურად 16.000 ლარს იღებს.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ყვარელში მედიისთვის გამართულ სემინარზე განაცახადა, 16 ათასიდან ორი მესამედი ქველმოქმედებისთვის ირიცხება და ყოველთვიურად მისი შემოსავალი იმდენია, რამდენიც პარლამენტში ყოფნის დროს ჰქონდა (5 ათასი ლარი).

ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ნიკა გილაური, რომელიც საპარტნიორო ფონდის პირველი ხელმძღვანელი იყო, ხელფასის სახით, ყოველთვიურად 48 ათას ლარს იღებდა.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა და მისი 100% იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაა.

იმედინიუსი