სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ავტომობილის მართვისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გორში მოხდა. ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შსს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებამ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ნიუპოსტი

