ია კიწმარიშვილი – ,,მის საქართველოს” გოგონები სასტუმროდან გამოყავთ…“ – “ყველანი ვახშამზე ვიყავით, როცა ხანძარი გაჩნდა”

ია კიწმარიშვილი - ,,მის საქართველოს" გოგონები სასტუმროდან გამოყავთ...“ - "ყველანი ვახშამზე ვიყავით, როცა ხანძარი გაჩნდა"ბათუმში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს ია კიწმარიშვილი, რომელიც სასტუმროში მოდელებთან ერთად იმყოფებოდა.

  • – გოგონები გამოყავთ, – ამბობს ია კიწმარიშვილი.

ცოტა ხნის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. “ლეოგრანდში” იმყოფებოდნენ კონკური “მის საქართველოს” მონაწილეები.

ამ დროისთვის „მის საქართველოს“ ყველა კონკურსანტი, რომელიც ხანძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდა, უსაფრთხოდაა.
ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრის“ მენეჯერმა მაცაცო გულუამ განაცხადა.
– კონკურსანტები, ყველა ერთად ვახშამზე ვიყავით. როგორ გაჩნდა ხანძარი და რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით. 20-ვე კონკურსანტი არის კარგად და ჯანმრთელად, გადაყვანილი ვართ სასტუმროში, – განაცხადა გულუამ.