მასშტაბური ავარია სააკაძის მოედანზე – 3 მსუბუქი და 1 სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენ

მასშტაბური ავარია სააკაძის მოედანზე - 3 მსუბუქი და 1 სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენთბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარედ 4 ავტომობილი ავარიაში მოყვა. ერთმანეთს 3 მსუბუქი და 1 სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავარიამ თბილისის მერიის მიმდებარედ საცობი გამოიწვია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს.

ინტერპრესნიუსი