ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალა

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალაფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ დაუდასტურა.

– პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.

2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიუპოსტი