ქალიშვილობის აღდგენა მინდა – იუსტიციის სახლებში გაგონილი ფრაზები

ქალიშვილობის აღდგენა მინდა - იუსტიციის სახლებში გაგონილი  ფრაზებიბათუმის იუსტიციის სახლიდან:

– ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
– ამონაგდების ამოღება მინდა
– გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე?
– მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
– მესამე საერო სივრცეში მინდა
– მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
– ეს ნომერი მე გადამახტა
– ბავშვის მიდრეკა მინდა (დაბ. მოწმობა)
– მზა პროდუქციის გატანა მინდა
– სოციალისტური დახმარება მინდა
– ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
– ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
– საქალაქთაშორისო პასპორტის გაკეთება მინდა
– ოსმალეთში მინდა გადასვლა
– სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
– თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
– შეყრა-გაყრა აქ სადაა?
– პირადობის პასპორტი მინდა
– პირველი ხელის მოწერა უფასოა?
– მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ.

ქუთაისის იუსტიციის სახლებიდან:

– კატარღის ცნობა მინდა – (ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა)
– დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი მინდა – (ინდ.მეწარმეობის განახლება)
– ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა – (ცხელი ხაზი)
– უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
– ლაითი ბარათი მინდა ავიღო – (ID ბარათი)
– გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა – (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ)
– ბავშვის ასლი მინდა – (განმეორებითი დაბ. მოწმობა)

რუსთავის იუსტიციის სახლიდან:

– უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)

– ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
– ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
– გეომეტრიული სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
– უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
– მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
– პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
– ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
– კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
– უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)

– რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
– აქ მიჩვენებს რომ ჯავახიშვილი ხართ.
– ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.

– (დახლთან) ბოლო ვინ არის?
– მობრძანდით (გაიწია)
– დაგელოდებით
– მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.

 mediamall.ge