რა გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი სავალუტო ჯიხურში – ახალი დეტალები

რა გახდა ახალგაზრდა ქალის სიკვდილის მიზეზი სავალუტო ჯიხურში - ახალი დეტალებიკოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

გარდაცვლილი ქალის ნათესავების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მედიკამენტიც მიიღო.

შემთხვევა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დაახლოებით გუშინ ღამით მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მუშაობდა.

როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.