როდის გახდება მეუფე შიოს ფუნქციები ცნობილი

როდის გახდება მეუფე შიოს ფუნქციები ცნობილიპატრიარქის მოსაყდედ მეუფე შიოს დასახელებიდან მეოთხე დღეს კვლავ უცნობია კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება მოსაყდრეს. პატრიარქი ამ დროისთვსი აჭარაში იმყოფება და მოსაყდრის უფლებამოსილების შესახებ ცნობილი მისი ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ გახდება. ამ საკითხთან დაკაშირებით ,,პირველი რადიო” დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს ესაუბრა, რომელმაც მეუფე შიო პატრიარქისნაცვალი უწოდა და განაცხადა რომ რამდენიმე დღეში მოსაყდრის უფლებამოსილება გარკვეული იქნება.

– ჯერ-ჯერობით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს მალე ცხადი იქნება ყველაფერი. დაიდება საპატრირქოს ვებ-გვერდზე. უწმიდესი განუსაზღვრავა მას უფლებამოვალეობებს. დავალებებს მისცემს როგორც აქამდე ჰქონდა მას დავალებები.

სამონასტრო ცხოვრება ეხება მეფე შიოს მცხეთა თბილსის ეპარქიაში და მას უნდა გაეკონტროლებინა სამონასტრო ცხოვრება, ბერები და მონაზვენბი ახლა დამატებითი ფუნქციები მიეცემა. მაგალითად,  კვირას წირვა ლოცვა შეასრულა სამების საკათედრო ტაძარში. რაც იმას ნიშნავს, რომ  ის პატრიარქის ნაცვალია.

დაახლოებით ეს სიტყვა შეგვვიძლია გამოვიყენოთ, რომ მოსაყდრე ამ შემთხვევაში შეასრულებს ამ წირვა ლოცვევს და შესაძლოა და უწმინდესი მიცსემს ლოცვა-კუთხევას და მერე სამრთლებრივად ეს ყველაფერი დაიწერება. შესაძლოა, ის საპატრიარქოს ადმინისტრაციული მმართელი იყოს, – განაცხადა ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში კახაბერ გოგოტიშვილმა.