ტაძარში, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულები არიან დასვენებული, პატრიარქს ელოდებიან

ტაძარში, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულები არიან დასვენებული, პატრიარქს ელოდებიანბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.

ტაძარში სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპული 5 პირია დასვენებული. ეკლესიაში მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.
14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ჩაატარებს. დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ, რის შემდეგ დაკრძალავენ.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.