კლინიკა “გლობალ მედის” მედპერსონალს 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ადანაშაულებს.
მათი თქმით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
– დილით რენდგენი გადაუღეს, ანლიზები გაუკეთეს საღამოს 5 სათზე ძლივს მითხრეს რენტგენის პასუხი, ძაან უყურადღებობა იყო, ჟანგბადის სასუნთი აპარატიც ერთი გვქონდა რაღაც გაუკეთეს ჩემ შვილს და ცოტახანში სუნთქვა ვეღარ შეძლო, – აცხადებს გარდაცვლილის დედა მანანა მეშველიანი.
ოჯახი ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.

